საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში, მისი შეკრებისთანავე, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა უნდა დაიწყოს.
პროექტის თანახმად, საგადასახადო შემოსავლები 12 045.0 მლნ ლარით განისაზღვრა.
ადამიანური რესურსის მენეჯმენტის (PMC) კვლევითი ცენტრის ეკონომისტი, ექსპერტი მიხეილ კუკავა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში ამბობს, რომ 2021 ბიუჯეტში გათვალისწინებული ეკონომიკის 4,3%-იანი ზრდა 2020 წლის მონაცემზეა შედარებული, რაც არასწორია.
– ჩვენ 2020 წლის მონაცემები არცერთ სხვა მონაცემს არ უნდა შევადაროთ, – ამბობს მიხეილ კუკავა, – ასეთი კატასტროფა საუკუნეში ერთხელაც შეიძლება არ გვქონდეს.
საერთოდ, ყველაფერი წინა წელთან დარდება და ახლაც ასე უნდა ყოფილიყო, რომ არა კორონავირუსის პანდემია.
2019 წელთან შედარებით კი, ეკონომიკის 4,3%-იანი ზრდა ეკონომიკის ერთ პროცენტზე მეტით შემცირებას ნიშნავს.
ორი წლის წინ ჩვენ გვქონდა ასეთი ფისკალური წესი, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 30%-ზე მეტს მთავრობა ვერ დახარჯავდა – არ აქვს მნიშვნელობა, რისთვის და ვისთვის. ხარჯვა არ არის მხოლოდ ხარჯები. ეს არის – გადასახდელები, ფინანსური აქტივები და სხვ. ჩვენ ახლა გაცილებით მეტს ვხარჯავთ. გასაგებია, რომ პანდემიის გამო, მაგრამ ეს ძალიან გონივრული წესი ისევ უნდა ამოქმედდეს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ ბიუჯეტებში თანხის დიდი ნაწილი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებისთვის განისაზღვროს.
ბიზნესის სუბსიდირება საშიში ტენდენციაა, რადგან პანდემიის დასრულების შემდეგაც ბიზნესს იგივე მოლოდინები არ დარჩეს. ახლა სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო.
პანდემიის გამო ქვეყანამ ბევრი ვალი აიღო, თუმცა მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ისთვის არ გადაგვიჭარბებია. ყველაფერი მთავრობის ბრალიც არ არის. ამდენი თანხა პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად იხარჯება და ადამიანები ერთმანეთის მიმართ მეტ სოლიდარობას უნდა იჩენდნენ, ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში არ არის ასახული ეკონომიკის შემცირება, რაც მოსალოდნელია. აი, ეს არის გამორჩენილი.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.