

გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 3 ხარაგაულელს დაუდასტურდა.
ისინი ვანსა და ლეღვანში ცხოვრობენ. ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმ ნინო ყიფშიძის ინფორმაციით, მათი დაინფიცირების წყარო უცნობია. ახალი შემთხვევების კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.
ხარაგაულში covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 84-მდე გაიზარდა. მათ შორის 13 გამოჯანმრთელებულია. 20 ნოემბრის მდგომარეობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 138 მოქალაქე იმყოფება.
ეპიდსიტუაციის დამძიმების გამო ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თორმეტი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღების სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელები კი სწავლების ონლაინფორმაზე 24 ნოემბრიდან გადადიან.
ამ დილით მოქალაქე რედაქციაში დაგვიკავშირდა და გულისტკივილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე
„ატლანტიკურმა საბჭომ“ „თავისუფლებისა და კეთილდღეობის
ხარაგაულის ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ,
მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო