ზამთრისთვის საშეშე მერქნის შეძენა მოსახლეობისთვის სერიოზული ფინანსური ტვირთია.
ოჯახს შეშის შეძენა 600-700 ლარი უჯდება.
ხარაგაულში მცხოვრები სოფო ხიჯაკაძე ამბობს, რომ გასულ წელს ზამთრისთვის სამყოფ შეშაში 700 ლარი გადაიხადეს.
„ჯერ შეშის ბარათი შევიძინეთ, – გვიამბობს სოფო, – შემდეგ მანქანა და მუშახელი დავიქირავეთ. ხარაგაულში ბუნებრივი აირი გვაქვს, მაგრამ შეშა მაინც გვჭირდება“.
ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსის, სოსო ფოფხაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულში 22 ტყეკაფია გახსნილი. მოსახლეობისთვის გამოყოფილი 4 500 კბმ საშეშე მერქნიდან 3 000 კბმ ათვისებულია.
„უყურადღებოდ არავის ვტოვებთ, – ამბობს სოსო ფოფხაძე, – ტყეკაფებამდე მისასვლელი გზები მოვაწესრიგეთ და იქ როგორც ურმით, ისე მანქანით მისვლა შესაძლებელია.
მოქალაქემ საშეშე მერქნის მოსაპოვებლად უნდა მიმართოს ტყის მცველს, რომელიც მის უბანს ემსახურება. ტყის მცველი მას ტყეკაფის ნომერს მისცემს. ამის შემდეგ მოქალაქე ბანკში გადაიხდის თანხას (ერთი კბმ რცხილა და წიფელა – 6 ლარი, მურყანი – 5 ლარი) და შესაბამის ქვითარს წარუდგენს ტყის მცველს, რომელიც მას შეშის ტრანსპორტირების უფლების დოკუმენტს გადასცემს.
ერთ ოჯახს 7 კბმ საშეშე მერქანის მოპოვების უფლება აქვს, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ ოჯახს – 15 კბმ შეშის“.
ტყის ახალი კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტებში „საქმიანი ეზოები“ უნდა შექმნილიყო, საიდანაც მოსახლეობა ერთ კბმ საშეშე მერქანს 70-75 ლარად შეიძენდა.
„იმერეთში „საქმიანი ეზო“ პირველად ხარაგაულში ამოქმედდება, – ამბობს სოსო ფოფხაძე, – სატყეო სააგენტო ზუსტ თარიღს ვერ გვეუბნება. შესაძლოა, ეს ამ წლის ბოლომდეც მოხდეს“.
„საქმიანი ეზო“ პირველ ეტაპზე ხევში, შემდეგ კი დიდვაკესა და კიცხში ამოქმედდება.
სოსო ფოფხაძის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლები, საბავშვო ბაღები და საბიუჯეტო ორგანიზაციები შეშით მოამარაგეს. ორ ორგანიზაციაში – სამუსიკო სკოლაში, კულტურისა და ხელოვნების ცენტრში 10-10 კბმ შეშას ორშაბათს, 9 ნოემბერს, მიიტანენ.
ხარაგაულის სატყეო უბანმა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას 150 კბმ შეშა უსასყიდლოდ გადასცა.
მერის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ჩხეიძე ამბობს, რომ შეშა დაბა ხარაგაულში მცხოვრები ოჯახებისთვის ჯერ არ გაუნაწილებიათ. მისი ინფორმაციით, სავარაუდოდ, უპირატესობას მარტოხელა მოხუცებს მიანიჭებენ.
ხარაგაულის თვითმმართველობამ გასულ წელს ზამთრისთვის შეშა მხოლოდ 26 მარტოხელა მოხუცს გადასცა.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი