საავადმყოფოებსა და იზოლაციაში მყოფი პირებიდან 31 ოქტომბრის არჩევნებში ხარაგაულში ხმა 52-მა პირმა მისცა.
სპეცჯგუფის თავმჯდომარე მაკა აბაშიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, 52 პირიდან 41 ხარაგაულში მცხოვრებია, 31 მოქალაქე სხვა მუნიციპალიტეტის ამომრჩეველია და ისინი ხარაგაულის კოვიდცენტრებში მკურნალობდნენ.
31 ოქტომბერს თვითიზოლაციაში იმყოფებოდა ჯაფაროულში მცხოვრები ბესო ხომასურიძე. ის ამბობს, რომ ცესკოს ცხელ ხაზზე ვადების დაცვით, 27 ოქტომბრამდე დარეკა, თუმცა, სპეცსიაში ვერ მოხვდა. მისი თქმით, პასუხი, თუ რატომ არ შეიყვანეს სპეცსიაში, ვერავისგან მიიღო.
„31 ოქტომბერს ჩემი თვითიზოლაციის ბოლო დღე იყო, – ამბობს ბესო ხომასურიძე, – მინდოდა არჩევნებზე მისვლა, მაგრამ გამაფრთხილეს, რომ იზოლაციის წესების დარღვევისთვის დავჯარიმდებოდი. ყველას დროულად მივმართე – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, ცესკოს, ადგილობრივ საოლქო კომისიას, მაგრამ სპეცსიაში მაინც ვერ აღმოვჩნდი.
ვფიქრობ, კონსტიტუციური უფლება ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო შემეზღუდა – „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერი ვარ“.
„ძალიან მსურდა არჩევნებში მონაწილეობა, – ამბობს ხარაგაულელი ნათია კიკნაძე, – რეგისტრირებული ვარ საღანძილეში, მაგრამ ოჯახით ხაშურში ვცხოვრობ. 27 ოქტომბრამდე მივმართე ცესკოს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და ვაცნობე, რომ ფიზიკურად ხაშურში ვიქნებოდი.
აღმოჩნდა, რომ სპეცჯგუფმა საღანძილეში მომაკითხა. თვითიზოლაციის წესებს დავარღვევდი, საღანძილეში რომ ჩამოვსულიყავი.
საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის მეტი კომუნიკაცია იყო ალბათ საჭირო, რომ არც ერთი ამომრჩევლის ხმა არ დაკარგულიყო“.
არჩევნებში მონაწილეობა შეეზღუდა თვითიზოლაციაში მყოფ ირაკლი მღებრიშვილს. ის ამბობს, რომ ხმის მისაცემად მამამისთან ერთად დარეგისტრირდა. სპეცსიაში მამამისი აღმოჩნდა, თავად ირაკლი – არა.
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაყვალა სულაქველიძე გაკვირვებულია, თუ რატომ არ აღმოჩნდა ცესკოდან გადმოგზავნილ სპეცსიაში იზოლაციაში მყოფი ყველა ხარაგაულელი ამომრჩეველი.
„არჩევნები, კორონავირუსის პანდემიის გამო, განსხვავებულ გარემოში ჩატარდა, – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი მარიამ ლაცაბიძე, – სპეცსიაში მოსახვედრად ამომრჩევლები 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. როგორც ჩანს, ცესკომ ტექნიკურად ვერ შეძლო ყველა ამომრჩევლის სპეცსიაში შეყვანა.
არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლეს იმ პირებმა, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა ან თვითიზოლაციაში 27 ოქტომბრის შემდეგ გადავიდა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს ამ საკითხზე მუშაობას და შესაბამის რეკომენდაციებს შევიმუშავებთ“.
ცესკოს მონაცემებით, სპეცსიაში სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი 10 845 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ხარაგაულის საარჩევნო ოლქის სპეცჯგუფი
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.