ხარაგაულში „ღია ესტრადაზე“ მმართველი პარტიის მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატებმა საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გამართეს.
შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძეც ესწრებოდა.
საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ პაატა კვიჟინაძემ შეკრებილთ გარკვეულ საკითხებზე საკუთარი ხედვები გააცნო.
პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტარად მისი არჩევის შემთხვევაში თვითმმართველობის საქმიანობაში არ ჩაერევა. ამავდროულად, იზრუნებს მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაზე, სამაჟორიტარო ოლქში სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის სისტემების, სასოფლო გზების მოწესრიგებაზე.
პაატა კვიჟნაძე ხარაგაულის განვითარებას ტურიზმის ხელშეწყობასა და სატრანზიტო დერეფნის შესაძლებლობების ამოქმედებაში ხედავს.
ეს შეხვედრა, რომელშიც საჯარო სამსახურებში დასაქმებულები მონაწილეობდნენ, შესვენების პერიოდში გაიმართა.
იმის მიუხედავად, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსმა მანანა ბარბაქაძემ, პარლამენტარობისა და მერობის კანდიდატებმა – პაატა კვიჟინაძემ და კობა ლურსმანაშვილმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ დარბაზში მყოფთა შეკითხვებს უპასუხებდნენ, ამის საშუალება, ფაქტობრივად, არავის მიეცა, მათ შორის – არც საკრებულოს ფრაქცია „თვითმმართველობა ხალხისათვის“ თავმჯდომარეს, „ლელოს“ ხარაგაულის საარჩევნო შტაბის უფროსს, ინგა მაღრაძეს.
სხდომა 14:00 საათზე იმ მოტივით დაიხურა, რომ შეხვედრაზე მყოფი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი სამუშაო საათებში საჯარო მოხელეების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას გააპროტესტებდა.
დავინტერესდით, რა უნდა ეკითხა ინგა მაღრაძეს იმერეთის გუბერნატორისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებისთვის.
ამას ვიდეოზე მოისმენთ.
საარჩევნო თემაზე ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ:
„წინასაარჩევნო გარემო ჭიათურაში, საჩხერესა და ხარაგაულში“
„გვესაუბრებიან საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატები“
„არჩევნებზე მიუსვლელობა ქვეყნის ბედის მიმართ გულგრილობას ნიშნავს“
სამოქალაქო სექტორისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შეხვედრა ხარაგაულში
„ცვლის თუ არა ხალხის არჩევანს ფული და მუქარა“
„როგორ მიმდინარეობს არჩევნები ხარაგაულში“
როგორ ჩაიარა არჩევნებმა ხარაგაულში
საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატები არჩევნებს აფასებენ
„გვესაუბრებიან ხარაგაულის მერობის კანდიდატები“
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.