სოციალურ ქსელში ხარაგაულელი მომხმარებლების ბოლოდროინდელი სტატუსებიდან და კომენტარებიდან გამოიკვეთა, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს კორონავირუსით ინფიცირება სირცხვილად მიაჩნია და დაავადების შემთხვევაში ბულინგის მოლოდინი აქვთ.
სტიგმა და დაბულინგების შიში ახლა დაავადებაზე უფრო დიდ პრობლემად იკვეთება.
რა უნდა მოვიმოქმედოთ კორონავირუსით ინფიცირების მიმართ სტიგმის დასაძლევად, ამაზე კომენტარს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი ნინო ყიფშიძე აკეთებს.
დაავადების დამალვა იმის გამო, რომ საზოგადოების მხრიდან ბულინგისა და განკიცხვის ობიექტი გავხდებით, არაფრით არ შეიძლება. ამით ახლობელ ადამიანებს საფრთხეს შევუქმნით.
ყველა დაავადების და მათ შორის კოვიდინფექციის შემთხვევებშიც იმდენად დიდია გაურკვევლობისა და დაავადების დამძიმებისგან გამოწვეული სტრესი, რომ ამას საზოგადოებისგან განკითხვის შიში აღარ უნდა დაემატოს. დაავადებულებს მორალური მხარდაჭერა სჭირდებათ.
უსიმპტომო შემთხვევებში ინფიცირებული 10-15 დღეში იკურნება. ამიტომ არ შეიძლება დავადებულის გარიყვა და იმის თქმა, რომ თითქოს ის საშიშია. ამის სანაცვლოდ, მკაცრად უნდა დავიცვათ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები.
ინფიცირებული ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირბადის ტარებას, დისტანციას, ტემპერატურის შემოწმებას, საკუთარ თავზე დაკვირვებას იმისთვის, რომ ჩვენც ჯანმრთელად ვიყოთ და გარშემომყოფებიც.
რაც მთავარია, არ იყოს დაძაბული გარემო და ერთანეთის მიმართ თანაგრძნობა გამოვიჩინოთ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ზამთრისთვის
მანანა ტაბაშიძე – ამ სახელისა და გვარის გაგონებისას ბევრს
იმერული ღვინის კონკურსში – Imeretian wine Challenge 2024
დღეს, 4 ნოემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის