

28-29 სექტემბერს იმერეთის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრების ეპიდემიოლოგებისთვის ჩატარდა ტრენინგი „Covid-19 ეპიდზედამხედველობა, პრევენცია და მართვა“.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ტრენერებმა კიდევ ერთხელ განგვიმარტეს პანდემიის პირობებში ეპიდემიოლოგებისგან უსაფრთხოების დაცვის წესები და რეკომენდაციები“, – ამბობს ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი გულნაზი ვეფხვაძე.
ტრენინგი აშშ-ის CDC მხარდაჭერით გაიმართა.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის შმაგი ხიჯაკაძის ინფორმაციით, 28 სექტემბერს, იმერეთის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელები ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდნენ.
„მინისტრი დაინტერესდა, რა პრობლემების წინაშეა მუნიციპალური ჯანდაცვის ცენტრები, – ამბობს შმაგი ხიჯაკაძე, – ძირითადად, ყურადღება გამახვილდა იმ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ჯანდაცვის ცენტრებზე, სადაც კოვიდინფიცირებულების მაღალი მაჩვენებელია. ვიმსჯელეთ ეპიდსიტუაციის მართვის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვიძიოთ ინფიცირებულის კონტაქტები სწრაფად.
სინჯის აღების შემდეგ, ლაბორატორიული ანალიზი 24 საათში უნდა გაკეთდეს. ამ დროის შემდეგ ინფიცირებულის კონტაქტების მოძიება გვიანდება. ქუთაისში სამი ლაბორატორიაა, სადაც კორონავირუსზე დღეში დაახლოებით 2000-მდე ტესტი კეთდება. ამის გათვალისწინებით, აუცილებელია რეგიონში ჯანდაცვის სისტემის ყველა რგოლმა სწრაფად და მობილიზებულად იმოქმედოს, რომ სიტუაცია არ დამძიმდეს, ისევე როგორც აჭარაში მოხდა და იგივე არ განმეორდეს სხვა რეგიონებში“.


ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა და იმედი, რომელიც წლების
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის
თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთის
მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა,