ვიცი, რომ გესმის ყვირილის ხმა, ვიცი ხედავ სილურჯეებს ჩემს სხეულზე, ვიცი… სხვისი ოჯახის საქმეში ვერ ჩაერევი? გთხოვ, ჩაერიე. ეს შენი საქმეა.
„მეზობელს ბავშვი ცემისას შემოაკვდა“, – ამ ამბის თანმხლები გრძნობები – შეცხადება, სინანული, სინდისის ქენჯნა. მთელი ცხოვრება გაგყვება ჩემი სახე. მე შემეძლო… – გთხოვ, ეს სიტყვები წარსულში არ თქვა. შენ შეგიძლია. შენ შეძლებ. შენ გამოსტაცებ ბავშვის სიცოცხლეს იმ მონსტრს, რომელსაც ძალადობა ჰქვია. შენ შეგიძლია ერთი სიტყვით, ერთი ზარით, ერთ ბავშვს მეორე სიცოცხლე აჩუქო.
მე ბავშვი ვარ და არა ნივთი, სახლში სამშვენისად რომ გამოდგამენ ხოლმე და მეზობლებისა და ახლობლების წინაშე თავს იწონებენ. აბა, რატომ მექცევიან მასავით?
სხვა ბავშვები პრინცესის სახლებზე, მანქანებზე, ფუმფულა სათამაშოებზე ოცნებობენ, მე – სიყვარულზე. სიყვარული… დედასა და მამას ხელში ავყავარ, მეხუტებიან, ძალიან მეხუტებიან. ერთი ერთ ლოყაზე მკოცნის, მეორე – მეორეზე. ჩემი გულისცემა მესმის, რა თქმა უნდა, ბედნიერებისაგან. რა ლამაზი ოცნებაა. ოცნება სიყვარულზე.
არ მინდა თვალის გახელა, მაგრამ დედაჩემის ყვირილის ხმა მაიძულებს, – ნუ გძინავს, მოეთრიე აქ და მიალაგე ოთახი! მამაჩემი: – რას დაეთრევი აქეთ-იქით, ნუ მედები ფეხებში! რა აუტანელი ხარ!
მართლა ვერ მიტანენ? მართლა არ ვუნდივარ? მაშინ ღმერთმა მათთან რატომ გამაჩინა? რომ წავიდე? სხვა სამყაროში რომ წავიდე? იტირებენ? გული დაწყდებათ? არა! მე ზღაპარში ვცხოვრობ. ყველა ზღაპარს კეთილი დასასრული აქვს. ჩემი ზღაპარიც გადამიყვანს კეთილ სამყაროში. ამისათვის უნდა ვიბრძოლო ზღაპრის გმირივით. მე დავაღწევ თავს დიდ მონსტრს – ძალადობას. მე დავამარცხებ მას. კეთილი ადამიანები დამეხმარებიან მის დამარცხებაში. ნეტავ არსებობენ კეთილი ადამიანები?
ვფხიზლდები. სილის გაწვნა მაფხიზლებს. ტკივილისაგან ცრემლები მომდის. კედელს ვეხუტები. კედლის იქეთ დედ-მამა შვილებს ეფერებიან, ტკბილი სიტყვების ხმა ისმის, მე სანაცვლოდ ჩემი ტირილის ხმა მინდა მივაწვდინო. ვცდილობ, ძალიან ვცდილობ, მაგრამ… ალბათ, ვერ გაიგონეს. აბა, კეთილი ადამიანები ხომ არსებობენ? ჩამკიდებენ ხელს და წამიყვანენ…
ვიცი, რომ გესმის ყვირილის ხმა, ვიცი ხედავ სილურჯეებს ჩემს სხეულზე, ვიცი…
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი