ელენე პაქსაშვილის შვიდსულიან ოჯახს ხარაგაულელმა თორნიკე ბლუაშვილმა საცხოვრებელი სახლი ათწლიანი ცხოვრების უფლებით გადასცა.
ოჯახი ამ დრომდე უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა.
ელენე პაქსაშვილი გვიამბობს, რომ სიძველისგან დაშლილ სახლში, ხუთი წელია, ცხოვრობენ.
– ადგილობრივმა ხელისუფლებამ სახლი გაამაგრა, მაგრამ ეს არასაკმარისი აღმოჩნდა. სახლი ყოველწუთას შეიძლება დაინგრეს, – ამბობს ელენე პაქსაშვილი, – ემიგრაციაში მყოფი კეთილი ადამიანები დაგვეხმარენ და საოჯახო ტექნიკა შეგვიძინეს, ფულადი დახმარებაც გაგვიწიეს.
მადლობელი ვარ ემიგრანტების, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის, გიმნაზიის დირექტორის, მამა პავლესი და ეკლესიის მოძღვარ მამა თომასი. კორონავირუსის პანდემიის დროს საჭმელი არ მოგვკლებია.
სოციალური დახმარება და პენსია არასაკმარისია. აფთიაქში 500 ლარი ვალი დღესაც მაქვს. ახალი ნაოპერაციები ვარ. მართალია, ოპერაციაში ფული არ გადამიხდია, მაგრამ წამლებს ფული ხომ უნდა, კვირაში ერთხელ 25 ლარი მჭირდება. პენსიითა და სოციალური დახმარებით სახლს როგორ ავაშენებდით?!
შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ ჩვენს ოჯახს მანქანა აქვს. ეს მანქანა ჩემს შვილს გერმანიაში მყოფმა მეგობარმა ათხოვა, არც გადაუფორმებია.
თორნიკე ბლუაშვილის დახმარებით ჩვენი მდგომარეობა შეიცვლება. იმის შიში მაინც აღარ მექნება, რომ იატაკი ჩავარდება და ბავშვები დამეღუპებიან“.
თორნიკე ბლუაშვილი ამბობს, რომ პაქსაშვილების ოჯახის მდგომარეობა თავის შვეიცარიელ მეგობარს, სარა შმიდტს Sarah Jane Schmid აცნობა. მან სახლი 15 ათას დოლარად შეიძინა.
„ამ სოციალური აქციის მიზანია, რომ ოჯახი გაძლიერდეს, საცხოვრებლის პრობლემა მოეხსნას და შიდა მეურნეობის განვითარებაზე იზრუნოს, – ამბობს თორნიკე ბლუაშვილი, – ოჯახის ხელშეწყობას ამ კუთხითაც ვგეგმავთ.
ელენე პაქსაშვილის უფროსი შვილიშვილი 13 წლისაა. ათი წლის შემდეგ ის 23 წლის კაცი იქნება. ამ აქციით ჩვენ მას მოტივაცია უნდა გავუძლიეროთ, მუდმივად კეთილი ადამიანების დახმარების მოლოდინი რომ არ ჰქონდეს.
ჩვენი მიზანია, რომ ოჯახი გაძლიერდეს, ფეხზე დადგეს და დახმარება აღარ დასჭირდეს“.
ნინო კაპანაძე
ფოტოებზე: ელენე პაქსაშვილის ოჯახის ძველი და ახალი საცხოვრებელი სახლები
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი