დღეს ქუთაისში „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020“-ის იმერეთის ნახევარფინალი გაიმართა.
იმერეთის ნახევარფინალში 36 სკოლა მონაწილეობდა; მათ შორის – 13 ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან.
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ხარაგაულის კოორდინატორ თეა ტალახაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, ნახევარფინალი ორ ტურად ჩატარდა.
პირველ ტურზე 36-ვე სკოლის ეკოსპიკერები წუთნახევრიანი მიმართვებით წარსდგნენ.
მეორე ტურში გადასულმა ეკოკლუბებმა კი მთელი წლის განმავლობაში ჩატარებული მუშაობის ამსახველი ხუთწუთიანი პრეზენტაციები წარადგინეს.
მეორე ტურში პრეზენტაციის წარდგენის უფლება ათმა სკოლამ მოიპოვა, მათ შორის ხარაგაულიდან – გიმნაზიის, ხარაგაულის #2 და კიცხის საჯარო სკოლების ეკოკლუბებმა.
ხარაგაულის გიმნაზიის ეკოკლუბის პრეზენტაციამ „საუკეთესო პრეზენტაციის“ ტიტული მოიპოვა და წიგნის 50-ლარიანი ვაუჩერი დაიმსახურა.
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ იმერეთის ნახევარფინალში პირველი ადგილი მოიპოვა ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა (პრეზენტატორები – გიგა ხიჯაკაძე და თეკლა ებანოიძე; ეკოკლუბის წევრები არმაზ შავიძე, ვატო მაღრაძე, ნია ფოფხაძე, მარიამ ბერაძე, ნინი კურტანიძე). ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ხელმძღვანელები არიან თეა ტალახაძე და მადონა ულუმბელაშვილი.
ფინალში იმერეთიდან სულ შვიდი გუნდი გადავიდა, მათ შორისაა ხარაგაულის კიცხის საჯარო სკოლის (პრეზენტატორი შოთა ზვიდაძე, ეკოკლუბის ხელმძღვანელი ელისო არჯევანიძე), ბაღდათისა და ჭიათურის სკოლების ეკოკლუბები.
ვულოცავთ გამარჯვებულებს და ფინალში წარმატებებს ვუსურვებთ.
ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია – 2015 წელს დაარსდა CENN–ის მიერ, პროექტის – ტყის მდგრადი მართვა საქართველოში – ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის / Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით.
კონკურსის თანაორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.
ვიდეოზე – იმერეთის ნახევარფინალი.
საჩხერესა და ხარაგაულის სკოლების დუეტი.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი