

28 ივლისს, წმინდა ივლიტესა და კვირიკეს ხსენების დღეს, ხარაგაულელები კახორობას აღნიშნავენ.
27 ივლისის შუაღამიდან ამ დრომდე ასეულობით მომლოცველი უწყვეტ ნაკადად მიედინება კახორის მთაზე მდებარე ტაძარში.
კახორობის დღესასწაული უძველეს ქრისტიანულ ტრადიციებს უკავშირდება.
იქ, სადაც დღეს კახორის სალოცავია აგებული, პირველად ეკლესია მე-15-მე-16 საუკუნეებში აუშენებიათ.
ისტორიული წყაროებით ცნობილია, რომ კახორის მთაზე მე-15-მე-16 საუკუნეებში აგებული ტაძარი წმინდა გიორგის სახელს ატარებდა.
გასული საუკუნის 30-იან წლებში ტაძარი განადგურდა, 2008 წელს კი ხელახლა აღდგა.
ვინაიდან მართლმადიდებელი ეკლესია ტრადიციადდამკვიდრებული „კახორობის“ დღეს, 28 ივლისს, წმინდა ივლიტასა და კვირიკეს ხსენებას აღნიშნავს, ამიტომ 2016 წლის 28 ივლისს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) კახორის მთაზე აგებული ტაძარი ამ ორი წმინდანის სახელზე აკურთხა.
კახორის მადლი შეგვეწიოს!
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის