

ამ დრომდე „საქართველოს რკინიგზას“ „მასტერაოთი“ მგზავრები ვერ გადაჰყავს.
ეს საგარეუბნო მატარებელი ჯანდაცვის სამინისტროსგან დადგენილ რეკომენდაციებს ვერ აკმაყოფილებს.
ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებელი ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობისთვის ერთადერთი ხელსაყრელი ტრანსპორტია.
ხარაგაულის მერიიდან მოპოვებული ინფორმაციით, მერიის სარეზერვო ფონდიდან 2 ათასი ლარი გამოიყო, რომ მოქალაქეებმა ჩხერიმელას ხეობის სოფლებიდან ხარაგაულში, ზესტაფონსა და ხაშურში გადაადგილება მიკროავტობუსებით შეძლონ.
მიკროვტობუსები შემდეგი მიმართულებით იმოძრავებს:
მერია შესყიდვების სააგენტოდან თანხმობას ელოდება, რომ მუნიციპალიტეტმა სოკარის ან რომპეტროლის ავტოგასამართი სადგურებიდან 2 ათასი ლარის საწვავის ტალონები შეისყიდოს. საწვავის ტალონებს მერის წარმომადგენლები მიკროავტობუსების მძღოლებს გადასცემენ.
მოსახლეობისთვის მგზავრობა უფასო არ იქნება. როგორც მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე ამბობს, მგზავრები დღეს მოქმედი ტარიფის ნახევარს გადაიხდიან.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: მოლითის რკინიგზის სადგური
პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად,
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური