

მოსახლეობის უმრავლესობა (75%) მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტების საჭირბოროტო საკითხების მოსაგვარებლად უფრო მეტი უფლებამოსილება უნდა გააჩნდეს ადგილობრივ თვითმმართველობას.
ეს შედეგი აჩვენა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე ჩაატარა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC). ცენტრმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1,763 ადამიანი გამოკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2,2 პროცენტული პუნქტია.

კვლევის ფარგლებში დავინტერესდით, თუ როგორ აღიქვამს საზოგადოება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს – მერსა და საკრებულოს და რამდენად გამოხატავენ ისინი მოქალაქეთა ინტერესებს.


მოქალაქეების დიდ უმრავლესობას მოსწონს მათ დასახლებულ პუნქტებში ელექტროენერგიით, გაზითა და წყლით მომარაგების საკითხები. თუმცა ეს საკთხები აღარ არის მუნიციპალური სამსახურების მოსაგვარებელი. ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციიდან მოქალაქეები ყველაზე მეტად ნაგვის შეგროვებითა და დასუფთავების სერვისითა არიან კმაყოფილი, ყველაზე მეტად უკმაყოფილო კი – პარკებისა და სკვერების მოწყობით, გამწვანებითა და მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მოგვარებით.

14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი