
სოფლის მეურნეობის სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა საქართველოს ეკონომიკისთვის. დარგს, რომელშიც ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 50%-ია დასაქმებული, მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) მხოლოდ 9-10% წილი შეაქვს, ხოლო სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ საწარმოთა წილი მთლიან მშპ-ში დაახლოებით 4%-ს შეადგენს.
ამ ყველაფრის ფონზე, მნიშვნელოვანია, სოფლის მოსახლეობას სრულყოფილად მიეწოდოს ინფორმაცია სოფლის მეურნეობის მიმდინარე პროექტების შესახებ.
ამ დროისთვის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე arda.gov.ge განთავსებულია 17 პროგრამა, რომელშიც მონაწილეობას უფლება ყველა დაინტერესებულ პირს აქვს.
თუ რა მიმართულებით შეუძლიათ ფერმერებს აღნიშნულ პროექტებში მონაწილეობის მიღება ან რომელი სფეროა მათთვის უფრო მოსახერხებელი, ამის შესახებ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლაშა შალამბერიძე გვესაუბრება.
– პანდემიის პირობებში მთავრობამ შეიმუშავა 2 ძირითადი მიმართულება: პირდაპირი დახმარება ჩვენს ფერმერებს და სოფლის მეურნეობის სტიმულირების პროგრამა, – ამბობს ლაშა შალამბერიძე.
სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირება
პროგრამა ითვალისწინებს მცირემიწიან ფერმერთა დახმარებას. ყველა ფერმერი, რომელიც ფლობს 1 ჰა მიწის ნაკვეთს და რეგისტრირებული აქვს სასოფლო-მეურნეობის ნაკვეთი, 200 ლარს მიიღებს ბარათზე. ამ თანხის გახარჯვა აკრედიტირებულ მაღაზიებშია შესაძლებელი. ლაშა შალამბერიძის თქმით, ამ ეტაპისთვის 27 000-მდე ფერმერს უკვე დაერიცხა აგრო–ქულები, რაც 4 მილიონ ლარზე მეტია. ეს ყველაფერი გათვლილია 200 000 ფერმერზე და ქულების დარიცხვა ეტაპობრივად მიმდინარეობს.
აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა
ამ პროგრამით სარგებლობისთვის თქვენ 0,25-დან 100 ჰექტრამდე ფართობის მიწის ნაკვეთის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირი უნდა იყოთ. დარეგისტრირებული უნდა გქონდეთ მიწის ნაკვეთი. აღნიშნული პროგრამის საფუძველზე საწვავის შეძენა 1 ლარით ნაკლებ ფასში შეგეძლებათ. ბარათის აღება კი მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში, იუსტიციის სახლსა და ლიბერთი ბანკის ფილიალში შეგეძლებათ.
შალამბერიძის განმარტებით, ამ დროისთვის უკვე 60 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო 18 000 ტონაზე მეტი მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათი.
სამელიორაციო მომსახურებების ღირებულების განულება
ამ პროექტით ფერმერებს სარწყავი არხების მომსახურების დავალიანება გაუნულდებათ. 2020 წლისთვის სრულად გათავისუფლდებიან გადასახადისგან 10 ჰექტრამდე მიწის მფლობელები. თუმცა, მანამდე შალამბერიძის თქმით, აუცილებელია დაიდოს ხელშეკრულება საქართველოს მელიორაციასთან, რომ ზუსტი მონაცემი ჰქონდეთ, თუ რომელი ბენეფიციარები სარგებლობენ წყლის სარწყავი სისტემის მომსახურებით. გადასახადები 42 ათას ფერმერს ჩამოეწერება.
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა
პროგრამა ითვალისწინებს მერძევეობის მიმართულებით თანადაფინანსებას შემდეგ მიმართულებებზე: ა) რძის პირველადი წარმოება; ბ) რძის შემგროვებელი პუნქტი; გ) რძის გადამამუშავებელი საწარმო; დ) ცხოველის საკვების წარმოება; ე) ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება.
დაფინანსების მისაღებად საჭიროა:
ლაშა შალამბერიძის თქმით, მთლიანობაში, სახელმწიფო რძის პირველად წარმოებაში 80%-ს აფინანსებს, რძის შემგროვებელ პუნქტებში 60%-ს და ა.შ. ამ ეტაპისთვის აღნიშნულ პროგრამაზე 600-ზე მეტი განაცხადია მიღებული, ხოლო დაფინანსება 26 მილიონ ლარს აჭარბებს. მერძევეობის პროგრამაზე დამატებითი ინფორმაციის მიღება ბმულზე შეგეძლებათ.
შეღავათიანი აგროკრედიტი
პროექტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა) შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის;
ბ) შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის;
გ) შეღავათიანი აგროლიზინგი;
დ) სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“.
პროექტის ფარგლებში ფერმერებს შეუძლიათ ბანკებთან კომუნიკაციის საფუძველზე ისარგებლონ სესხით და სახელმწიფოსგან 11%-იანი თანადაფინანსება მიიღონ. შეღავათიანი აგორკრედიტის ერთ-ერთ პროგრამას წარმოადგენს ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების პროგრამა. ლაშა შალამბერიძის ინფორმაციით, იმ ფერმერებს, რომლებსაც ერთწლოვან კულტურებზე აგროკრედიტის აღება სურთ, სახელმწიფო სესხის 17%-ს დაფარავს ერთი წლის განმავლობაში.
აგროდაზღვევა
პროექტი ემსახურება სასოფლო მეურნეობების კლიმატური რისკებისგან დაცვას: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა. ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი, მარცვლეულ კულტურებზე – 30 ჰა. ლაშა შალამბერიძე მოუწოდებს ფერმერებს, თავიანთი მეურნეობების დაზღვევისკენ, რადგან როგორც ის განმარტავს, სახელმწიფო თითოეულ დამზღვევს 70%-იან დაფინანსებას აძლევს (ვაზზე – 50%). დამატებითი ინფორმაცია ბმულზე.
სასოფლო–სამურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა
აღნიშნული პროგრამა აერთიანებს: მეფუტკრეობის, რძის წარმოების, მევენახეობის, თხილის წარმოების კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამებს. ასევე, მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამას. თითოეულ პროგრამაზე ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
დანერგე მომავალი
პროექტი აერთიანებს სამ მიმართულებას:
ა) მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი (შემდგომში ბაღების კომპონენტი);
ბ) სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი (შემდგომში სანერგეების კომპონენტი);
გ) სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტი.
პროექტის მიზანია, როგორც მრავალწლოვანი კულტურების გაშენება, ისე სარგავი მასალების წარმოების მხარდაჭერა.
ლაშა შალამბერიძის თქმით, რადგან ხარაგაული მცირემიწიანია აქ, შესაძლოა, ასეთ გზას მივმართოთ: თუ 5 ჰექტარზე 10 ბენეფიციარი შეიკრიბება, რომლებსაც კოოპერატივის შექმნა შეეძლებათ. სახელმწიფო მათ სამაცივრე მეურნეობას გადასცემს. მისივე განმარტებით, „დანერგე მომავალის“ ერთ-ერთ ქვეპროგრამას კენკროვანი კულტურების დაფინანსების პროექტი წარმოადგენს.
ამ პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ბენეფიციარს სთავაზობს საჭირო ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემის და სხვა საჭირო მასალების შეძენისა და მოწყობის ღირებულების 100%-იან დაფინანსებას.
„თუმცა, აქ მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებს მიწის ანალიზი ჰქონდეთ გაკეთებული და აგრონომებთან კონსულტაცია ჰქონდეთ გავლილი“, – ამბობს ლაშა შალამბერიძე.
აღნიშნული პროექტების გარდა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრეთვე ახორციელებს პროექტებს:
ამათგან, შალამბერიძის ინფორმაციით, აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი ამოწურულია, რის გამოც დროებით შეჩერებულია, ხოლო „ახალგაზრდა მეწარმის“ პროექტის გადახედვა სწორედ ახლა მიმდინარეობს, რის შესახებ ინფორმაციაც მალე განახლდება.
ლაშა შალამბერიძის თქმით, ხარაგაულელებს სახელმწიფოს დაფინანსებულ ყველა პროექტში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.
– მეურნეობა ცოცხალი ორგანიზმია. სამინისტრო ყოველთვიურად ახორციელებს მონიტორინგს ფერმერების მოთხოვნების შესაბამისად. კონკრეტულ თემებს განვიხილავთ და საჭიროების შემთხვევაში ახალ პროექტებსაც შევიმუშავებთ, – ამბობს ის.
როგორც ხარაგაულის საინფორმაციო-სკონსულტაციო ცენტრის წამყვანი სპეციალისტი ვაჟა მაჭავარიანი აღნიშნავს, სოფლის მეურნეობის პროექტებს შორის ხარაგაულელები ყველაზე მეტად შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობენ.
– უნივერსალური პროექტია, მის საფუძველზე შეიძლება როგორც შენობა-ნაგებობის აშენება, ისე პირუტყვის ან ფუტკრის ოჯახის შეძენა, – ამბობს ბატონი ვაჟა და აღნიშნავს, რომ ამ დრომდე აგროკრედიტის პროექტით 20-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა. მარელისის საკალმახე ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომლებიც ამ პროგრამის საფუძველზე შეიქმნა.
მისივე განმარტებით, ხარაგაულელებისთვის, ასევე საინტერესოა პროექტი: „მერძევეობის დარგის განვითარებისა და ბაზარზე წვდომის პროგრამა“ და „დანერგე მომავალი“.
„დანერგე მომავალი“ მრავალ ქვეკომპონენტს ითვალისწინებს: მაგალითად, კენკროვნების (ჟოლოს, მაყვლის, უეკლო მაყვლისა და მოცვის) გაშენებას. თუმცა, ამ პროექტით სარგებლობისთვის ფერმერის მიწის ნაკვეთი ნახევარ ჰექტარს უნდა შეადგენდეს.
– ხარაგაულში ამ სიდიდის ფართობები იშვიათობაა. ამიტომაც აქამდე უშუალოდ ამ მიმართულებით ხარაგაულში არც ერთ ფერმერს არ უსარგებლია.
ვაჟა მაჭავარიანი ამბობს, რომ პროექტების ნაწილი თავისი პრინციპიდან გამომდინარე საკონსულტაციო ცენტრში ვიზიტს აუცილებლად საჭიროებს.
– არის რაღაც მიმართულებები, რომლებზეც დასარეგისტრირებლად ფერმერებს ჩვენი საკონსულტაციო ცნეტრიდან გაცემული ცნობის წარდგენა დასჭირდებათ. შეიძლება ჩვენი მისვლა და ნაკვეთის დათვალიერებაც გახდეს საჭირო. ვებ-გვერდზე დეტალური ინფორმაცია განთავსებულია, თუმცა შეიძლება იყოს რაღაც ბუნდოვანი, რაშიც დახმარება შეგვიძლია, – ამბობს ის.
აღნიშნულ პროექტებზე დასარეგისტრირებლად მსურველები სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ვებგვერდს www.arda.gov.ge -ის უნდა ეწვიონ, ხოლო თითოეულ პროექტზე დეტალური ინფორმაციის მიღება ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში შეგიძლიათ.
თამარ ჩხიკვაძე
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო
ხარაგაულის სოფლებში – ღვერკსა და ხემაღალში, სადაც მეწყრული
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი
რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის
ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში