

შემოდგომის დადგომისთანავე ფუტკარსა და ხილზე განსაკუთრებული შემოტევა დაიწყო ე.წ. ყვითელმა დიდმა კრაზანამ (PHILANTUS TRIANGULUM),რომელსაც ფუტკრის მგელსაც უწოდებენ. ეს ძალიან საშიში და მავნებელი მწერია. მისი გავრცელების არეალია ევროპა, აზია და კავკასია. საქართველოში დაახლოებით 20 წლის წინ გაჩნდა. დედალი კრაზანა მხოლოდ ფუტკრით იკვებება, მამალი კრაზანა ფუტკრითა და ხილით. ეს მწერი ბინადრობს ხის ფუღუროებში, მიტოვებული სახლის სხვენებში – იმ ადგილების სიახლოვეს, სადაც სკებია. კრაზანას ერთი ბარტყის გამოკვებას 4-6 ფუტკარი სჭირდება. 30 კრაზანას შეუძლია 30 ათასი ფუტკარი გაანადგუროს ერთ ჯერზე. კრაზანა ფუტკარს სკასთან დარაჯობს, დანესტრავს, ჩიჩახვს გამოუგდებს და დანარჩენ ნაწილს ჭამს. მამალი კრაზანები ზომით დედალ კრაზანებზე პატარები არიან – 12 მმ სიგრძისაა მამალი, 15 მმ სიგრძის – დედალი. მრავლდებიან 20-25 გრადუს ტემპერატურაზე.
კრაზანა დიდ ზიანს აყენებს მებაღეებს. ყველას გექნებათ ნანახი ხეზე დარჩენილი ნაყოფის კანი, რბილი მასა კი შეჭმული.
როგორ ვებრძოლოთ კრაზანას. მეფუტკრეებისთვის ერთი გამოსავალია, რომ 50-100 კილომეტრით მოაშორონ სკები კრაზანას ადგილსამყოფელს. შესაძლოა, დღეს ვერ ვგრძობთ, მაგრამ კრაზანას გამრავლება კატასტროფულ მდგომარეობაში ჩაგვაგდებს მეფუტკრეებს. წელს აპრილში დაბალი ტემპერატურის გამო ვერ განვითარდა. ახლა კი მას აქვს ხელსაყრელი პირობები განვითარებისთვის. შემოდგომაზე, როცა ფუტკარი პასიურია, აქტიურდება კრაზანა და ფუტკარს უსწრაფესად ანადგურებეს.
ერთჯერად ბოთლებში ჩავასხათ 100 გრამი ვაჟინი (სიროფი) და ჩავყაროთ ხილის ნაჭრები. ეს ბოთლი ახლოს მოვათავსოთ საფუტკრესთან. ბოთლში ჩასული კრაზანა აუცილებლად დაიღუპება. ყველა მეფუტკრეს ვთხოვ, რომ კარგად დაძებნონ კრაზანას ბუდეები, რომლებიც საფუტკრედან ორი კილომეტრის რადიუსში იქნება და დაუყოვნებლივ გაანადგუროს. კრაზანას ბუდე შეიძლება სპციალური ხსნარით, ნიგროლით, დიზელით განადგურდეს.
ლაშა გურგენიძე
მეფუტკრე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,