2019 წლის ივნისში ლაშეში სტიქიისგან დაზიანებული ხიდს შპს „როსტვერკი“ აღადგენს. მშენებელ კომპანიასა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „როსტვერკმა“ ხიდი 565 832 ლარად უნდა აღადგინოს.
„ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ხიდის რეაბილიტაციის პროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო, მდინარე ჩხერიმელას წყალმოვარდნების გამო, – ამბობს შპს „როსტვერკის“ დირექტორი ჯეირან ომანაძე, – პროექტის საერთო ღირებულება არ შეიცვლება, ხიდის ბურჯების მშენებლობის ტექნოლოგია და სამშენებლო მასალა შესწორდება.
წერილი პროექტის ცვლილების თაობაზე მუნიციპალიტეტის მერიაში დღეს, 3 ივნისს, გამოვაგზავნე. როგორც კი თანხმობას დამიდასტურებენ, პროექტში ცვლილებას შევიტან და სამუშაოებს დავიწყებთ“.
ლაშის ხიდის რეაბილიტაცია, ხელშეკრულების თანახმად, 2020 წლის 19 ნოემბრისთვის უნდა დასრულდეს.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.