

საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული, ჯარიმებისა და საურავების გადახდაზე არსებული საშეღავათო პერიოდი 23 მაისს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად დასრულდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების თბილისისა და რუსთავის ცენტრები მოქალაქეთა მიღებას 27 მაისიდან განაახლებენ. ასევე, მუშაობა აღდგება საპატრულო პოლიციის სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის რეგიონულ განყოფილებებში.
მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ერთიანი მომსახურების ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.
ერთიანი მომსახურების თბილისისა და რუსთავის ცენტრები მოქალაქეებს 50-მდე საპოლიციო სერვისს ჩვეულ რეჟიმში, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით შესთავაზებენ.
ამასთანავე, შენარჩუნდება მოქალაქეთა მომსახურების დისტანციური მომსახურება, რომლითაც მოქალაქეები სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ საპატრულო პოლიციაში არსებული სერვისებით სარგებლობას, ტელეფონის ნომერზე – 2414242 ან ელექტრონული ვებგვერდის – www.police.ge-ის მეშვეობით.
1 ივნისიდან ერთიანი მომსახურების ცენტრში ასევე მუშაობას განაახლებს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მიაწვდის მოქალაქეებს ცნობებთან დაკავშირებულ სერვისებს: პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.
სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული და
ხარაგაულელი ბერიკა ებანოიძე საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, სამაგისტრო
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში მომსახურების
დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში ახალი – 2025-2026 სასწავლო
ხარაგაულში დამეწყრილი სოფლებიდან – ღვერკიდან