ხარაგაულელები, რომლებმაც შემოსავლის წყარო დაკარგეს, მედიკამენტების შეძენას ვერ ახერხებენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის გამო, მათთვის ასევე პრობლემაა გადაადგილება და ხარაგაულსა თუ მეზობელ მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა საჭიროებების დაკმაყოფილება.
ასეთ მოქალაქეებს ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარებას ჰპირდებიან.
საბიუჯეტო ცვლილებით, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 11 მაისს დაამტკიცა, ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამის თანხა 30 ათასი ლარით გაიზარდა.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სახაზინო განყოფილების უფროსის, ნინო მაღლაკელიძის, ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის ერთჯერადი სოციალური დახმარების პროგრამაში 60 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული.
„ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო სარეზერვო ფონდიდან ერთჯერადი დახმარების მუხლში თანხა რამდენჯერმე გადავიტანეთ და დღეის მონაცემებით, 117 ათასი ლარით განისაზღვრა. პირველი მაისის მდგომარეობით ამ თანხიდან 25 400 ლარია დახარჯული“, – ამბობს ნინო მაღლაკელიძე.
„მოქალაქეები, ძირითადად, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მედიკამენტების შესაძენად ითხოვენ, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე, – საბიუჯეტო ცვლილებით დამატებული 30 ათასი ლარის გახარჯვას მომავალი კვირიდან, შემოსული განცხადებების საფუძველზე, დავიწყებთ. გასაცემი თანხის ოდენობა, მოქალაქეთა საჭიროებიდან გამომდინარე, 100 ლარამდე განისაზღვრება.
იანვრიდან აპრილის ჩათვლით 175 ოჯახზეა ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაცემული, ხოლო პანდემიის პერიოდში 861 ოჯახს საკვები პროდუქტებით დავეხმარეთ. ამჟამად 7 000 ლარზე შესყიდვის პროცედურა მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში დამატებით 137 ოჯახს საკვები პროდუქტებით დავეხმარებით“, – ამბობს ნანა კიკნაძე.
თამთა გოგოლაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.