ორი თვეა, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანში მცხოვრები შორენა გელაშვილი, კორონავირუსის პანდემიის გამო, სახლიდან ვერ გადის.
შორენას ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე და დედამთილ-მამამთილი ჰყავს. მათი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც აპრილში ვერ აიღეს. შორენა ამბობს, რომ უტრანსპორტობის გამო ხარაგაულში ვერ ჩავიდა. ლეღვნიდან 10 კილომეტრით დაშორებულ ხარაგაულის ცენტრამდე ტაქსის დაქირავება 80 ლარი ჯდება. ამის შესაძლებლობა კი არ აქვთ. ოჯახს ძალიან უჭირს. საკვები ნისიად შეიძინეს და ფაქტობრივად აპრილისა და მაისის სოცდახმარება უკვე დახარჯულია.
-უფროსი შვილი ექვსი წლისაა, უმცროსი – ორის და ჯერ საბავშვო ბაღში არ დადის. ბაღის აღსაზრდელებზე პროდუქტები დარიგდა, მაგრამ მე არ მეკუთვნოდა, – ამბობს შორენა გელაშვილი, – ვიცი, რომ მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება სოფლებში პროდუქტებს არიგებს. ვერცერთ კატეგორიაში ვერ მოვხვდი, არც მრავალშვილიანი ვარ, დედამთილ-მამამთილიც საპენსიო ასაკის ჯერ არ არიან. ნუთუ არანაირი დახმარება არ მეკუთვნის?!
სოფელ ზედუბანში მცხოვრები ნათელა პოპინაშვილიც დახმარების გარეშე დარჩა. ის სოფელში ძმასთან ერთად ცხოვრობდა. აგვისტოში ძმის გარდაცვალების შემდეგ სოციალური დახმარება მოუხსნეს. ამბობს, რომ საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. კორონავირუსის პანდემიის პირობებში უფრო მეტად გაუჭირდა. ნათელა პოპინაშვილისთვის საკვები პროდუქტები არ მიუტანიათ.
დავინტერესდით, რა კატეგორიის ბენეფიციარებს ეხმარება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება.
ხარაგაულის მერიიდან მოპოვებული ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან საკვები პროდუქტები შეიძინეს და გადასცეს – 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოქალაქეებს, მრავალშვილიან ოჯახებს, უსინათლოებს, მარტოხელა მშობლებსა და მარჩენალდაკარგულ ოჯახებს.
მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, თეა ბერიძის ინფორმაციით, დასახმარებელთა სიაში ზემოთ ჩამოთვლილი ბენეფიცირების გარდა იმ პირებსაც შეიყვანენ, რომელთათვისაც საკვები პროდუქტებით დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ხარაგულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ინგა მაღრაძე ამბობს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა ჩამოაყალიბოს ერთიანი ხედვა, თუ როგორ დაეხმარება პანდემიის პირობებში და საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას.
„პირველ რიგში უნდა აღირიცხოს, რომელი ოჯახი რა საჭიროების წინაშე დგას – ვიღაცას სოფელში გაზის ბალონის დატუბვა სჭირდება, ვიღაცას – საკვები პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები, მიწის დამუშავება, – ამბობს ინგა მაღრაძე, – დღეს ქალაქიდან დაბრუნდნენ ოჯახები, რომლებიც იქ თავს ირჩენდნენ, მაგრამ ახლა სამსახურის გარშე დარჩნენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიძლება თანხების მობილიზება სხვადასხვა მუხლებიდან – როგორიცაა სამივლინებო და საწვავის ხარჯები. ეს თანხები მოსახლეობის კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად უნდა მივმართოთ. არ უნდა მოვერიდოთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას. თვითმმართველობას შეუძლია ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს მოელაპარაკოს და სოფლებში პროდუქტები მათ შეიტანონ. ასე რომ, შეიძლება მოსახლეობის საჭიროებების დაჯგუფება და შემდეგ მათზე რეაგირება.“
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი