პროგრამის – „საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია“- ფარგლებში, ოცამდე სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი მესტიის, ზუგდიდის, წალენჯიხისმუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთს კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადი ტერიტორიების გასაცნობად ვეწვიეთ.
პროგრამის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის, თამარ ბაგრატიას ინფორმაციით, პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისა და სოფლის მეურნეობის საკითხების აქტუალიზაციას და აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე სპეციალური ერთეულების შექმნას. „ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციების განხორციელებას ბუნებრივი რესურსების მართვის, სივრცითი დაგეგმარებისა და მდგრადი განვითარების სფეროში,“ – ამბობს თამარ ბაგრატია.
მესტიაში, ჭალაათის ხეობაში მდებარე ჭალაათის მყინვარი, კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი ნათელია მაგალითია, – უზარმაზარი, დაახლოებით 14 მეტრი სიმაღლის ლოდები, რომელიც მყინვარისკენ მიმავალ გზაზე გვხდება, მეცნიერული შეფასებით მყინვარის დანატოვარია. „ეს ადასტურებს იმას, რომ საუკუნეების მანძილზეთანდათანშემცირდამყინვარი, – ამბობს გეოგრაფი, პროფესორი გიორგი დვალაშვილი, – ბოლო 22 წლის მანძილზე მყინვარი საგრძნობლად დაპატარავდა. წელს, ჩვენი კვლევით,მყინვარმა, შარშანდელთან შედარებით, 12,5მეტრით უკან დაიხია.“
კლიმატის ცვლილების შედეგია ისიც, რომ მყინვარისკენმიმავალ გზაზე არსებულ ტყეში ფიჭვს გაუჩნდა ლაფანჭამია, რაც მცენარის ხმობას იწვევს. გიორგი დვალაშვილი აღნიშნავს, რომ 20-30 წლის წინ ეს საკითხი აქტუალური არ იყო.ხე როცა ხმობის პროცესშია, მცირე ქარი საკმარისია, რომ მოტყდეს. სამწუხაროდ, ასეთი ხეების ტყიდან გატანა აკრძალულია.
მყინვარი ჭალაათი, დაახლოებით 10 ათასი წლის წინ, იმ ადგილამდე ჩამოდიოდა, სადაც ახლა მესტიის მუნიციპალიტეტის ცენტრია. ის, რომ ზღვის დონიდან1825 მეტრზე, სადაც ახლა მხოლოდ უზარმაზარი ქვებია,მეცხრამეტე საუკუნეში იყო მყინვარი, დასტურდება ვიტორიო სელას ფოტოებით, რომელიც მან 1892-93 წლებში გადაიღო. ამავე ადგილებში 1972 წლის ექსპედიციის მონაცემების თანახმად, ტყე არ იყო. ბოლო 30-35 წელიწადში ტყის ფართობმა მოიმატა.
მდინარე ენგურის ხეობაში მდებარეობს ყოფილ საბჭოთა კავშირში არსებული ყველაზე დიდი უნიკალური მდინარეული კუნძული შამგონა. მისი სიგრძე 12 კილომეტრია, სიგანე 2 კმ. „კუნძული, სავარაუდოდ, წარმოიშვა იმ პერიოდში, როცა კლიმატის ცვლილებისა და მყინვარების უკან დახევის შედეგად წყლის ნაკადის მოჭარბება დაიწყო და მდინარე ენგური ორად გაიყო. შუაში დარჩა სოფელი შამგონა, სადაც 1000 კომლი ცხოვრობს. თუ მაგალითად, სვანეთში,მაგანას ხეობაში, ჰიდროელექტროსადგური ააშენეს, რასაც გეგმავს მთავრობა, აქ წყალი ვეღარ წამოვა საჭირო რაოდენობით და ეს კუნძული იქცევა ნახევარკუნძულად. ჰიდროელექტროსადგურის აშენებით საფრთხე ექმნება ანაკლიის ზღვას, რადგან მას მდინარეებირუხისწყალი და მაგანა ასაზრდოებენ,“ – განმარტავს გიორგი დვალაშვილი.
საქართველოში სიდიდით მეორე ტბა – პალიასტომის ტბა – კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს. კლიმატის ცვლილების შედეგად ტბაში წყლის დონემ საგრძნობლად დაიწია. მეოცე საუკუნეში გაჭრილმაარხმა, რომელსაც პალიასტომის ჭარბი წყალი უნდა გაეტარებინა, ტბაში მლაშე წყლის შემოდინება გამოიწვია. პალისტომში 39 ჯიშის სახეობის თევზიდან დღეს მხოლოდ 5-6 სახეობის თევზი გვხვდება. რიონიდან ბუნებრივი არხებით შემომავალი წყალი გაქრა, შემოვიდა ზღვის წყალი, ტბა გამლაშდა და აქედან გამომდინარე, პალიასტომმა დაკარგა თავისი ფუნქცია. პალიასტომის უნიკალურ ტბას გარს აკრავს უძველესი ჯიშის მცენარეული საფარი და გაუვალი ჯუნგლები. ტბაში გზადაგზა გვხდება ტურისტთა თავშესაფრები.
კლიმატის ცვლილების შედეგად არაერთმა მდინარემ შეიცვალა კალაპოტი. სოფელ ჯაპანაში ამის შედეგად გაჩნდა ნარიონალი ტბები. პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა სოფელ ჯაპანაში ის ადგილი მოგვანახულებინა, სადაც ბუნებრივ პროცესში ადამიანის ჩარევამ შედარებით კარგი შედეგი გამოიღო. კერძო მესაკუთრემ, რომელსაც გურული ჯიშის სიმინდის კარგი მოსავალი მოჰყავდა, ჰიბრიდული სიმინდის იმავე ადგილას დათესვით მცირე მოსავალი მიიღო. გადაწყვიტა, რომ საყანე ადგილი დაეტბორა და ხელოვნურ ტბაში გააშენა თევზი გამბუზია. შემოდგომაზე, როცა თევზს გაყიდის, დაცლის წყლის აუზს და იმავე ადგილას ტრადიციულად ისევ სიმინდს მოიყვანს.
ნინო კაპანაძე
სტატია მომზადებულია პროგრამის „საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია“ ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)ფინანსური მხარდაჭერით.
ფოტოზე: მედიატურის მონაწილეთა ერთი ჯგუფი მყინვარ ჭალაათთან
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი