ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, დღეს მორიგი სხდომა დისტანციურად ჩატარდა.
საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის, თქმით, სხდომა გადაუდებელი აუცილებლობის გამო გაიმართა. მისივე თქმით, საკრებულოს წევრებს შორის, ვინც ადგილზე გამოცხადდა, დისტანცია და უსაფრთხოების სხვა ზომები დაცული იყო.
დეპუტატების უმრავლესობა სხდომის მიმდინარეობაში ელექტრონულად, საკომუნიკაციო საშუალებებით ჩაერთნენ.
საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილა:
▪️დამტკიცდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში;
▪️ცვლილება შევიდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში;
▪️დამტკიცდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და შესყიდვის წესი;
▪️ასევე, ცვლილება შევიდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #19 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის წესი“.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.