დარჩი სახლში – ამ წესის დაცვა კორონავირუსის პანდემიის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია.
როგორ გავუმკლავდეთ სტრესსა და შიშს, როგორ დავძლიოთ სახლში ყოფნით და სოციალურ ჯგუფებში „ცოცხალი ურთიერთობების“ დეფიციტით გამოწვეული დისკომფორტი, რამდენად მოსალოდნელია ჩაკეტილ სივრცეში ხანგრძლივად მყოფ ოჯახის წევრებს შორის ფსიქოლოგიური დაძაბულობა და როგორ დავძლიოთ შესაძლო გართულებები, – ამ თემებზე ფსიქოლოგი ლევან შატბერაშვილი გვესაუბრება.
-ადამიანები მშიშარა არსებები ვართ. ყველას, ბოლოს და ბოლოს, ერთ რამის ეშინია – ეს არის სიკვდილი, – ამბობს ლევან შატბერაშვილი, – კორონავირუსი მომაკვდინებელი არ არის. წინა საუკუნეებში ამაზე მეტად საშიში ვირუსები არსებობდა.
ადამიანს, რომელიც ფიქრობს, აანალიზებს და საჭირო ინფორმაციას იღებს, შიში და პანიკა აღარ დაეუფლება. ის გაფრთხილდება, დაიცავს ჰიგიენას, სოციალურ დისტანციას და ამით, საკუთარ ჯანმრთელობასთან ერთად, რისკჯგუფში მყოფ ადამიანებსაც გაუფრთხილდება. ასეთ ფიქრს გონება მიჰყვება და ადამიანი დამშვიდდება.
„ცოცხალი ურთიერთობების“ შეზღუდვა ნამდვილად პრობლემაა. სახლში ადამიანის გამოკეტვა დასჯის ტოლფასია. შიდა პატიმრობა დასჯის ერთ-ერთი ფორმაა. ამიტომ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ მიზანი – რატომ ვართ ასე. სახლში დარჩენით ვირუსის გავრცელების დინამიკას ვამცირებთ. ეს ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა.
სახლში ყოფნას დადებითი მხარეც აქვს – ადამიანებმა წიგნების კითხვა, ფილმების ყურება დაიწყეს. ადამიანი, რომელსაც რაღაც ინტერესები გააჩნია, საქმესაც გამოძებნის და გასართობსაც. ბოლოს და ბოლოს, სოციალური ქსელია, სადაც შეგიძლია მეგობრებს აზრები გაუზიარო.
ჩვენი დღის წესრიგის ასეთი რადიკალური ცვლილებით სხვა დიდი დისკომფორტებიც არის მოსალოდნელი, რაზეც ახლა არავინ ლაპარაკობს.
ოჯახი გარკვეული განრიგით ცხოვრობდა. ოჯახის წევრები დღის განმავლობაში ერთმანეთს ორი-სამი საათით ხვდებოდნენ. ახლა ერთად ყოფნის დრო გახანგრძლივდა. შეიძლება ოჯახებში დაძაბულობა და კონფლიქტები გაიზარდოს და ისეთი რამ გამოჩნდეს, რასაც აქამდე, შესაძლოა, გავურბოდით. სახლში ყოფნას სხვა ტიპის თანმხვედრი პრობლემები და გამოწვევები მოჰყვება, მაგრამ გადავიტანთ. არის კიდევ ეკონომიკური ფაქტორი, რაც უნდა დავძლიოთ და გავიმარჯვოთ.
მთავარია, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. როცა ცუდ ხასიათზე ვართ, ან ჩვენი ოჯახის წევრია უხასიათოდ, ვკითხოთ, რა არის ამის მიზეზი.
ახლა დათბა. სუფთა ჰაერზე გასვლა და სეირნობა, განსაკუთრებით სოფლებში, შესაძლებელია. ოღონდ ერთმანეთთან კონტაქტს მოვერიდოთ და დისტანცია დავიცვათ. მთავარი ესაა – რეკომენდაციების დაცვა და ერთმანეთის მოფრთხილება. ეს ვირუსი გადაივლის. ყველა კრიზისი უკეთესებს გვხდის და ამ შემთხვევაშიც ასე იქნება.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი