

კორონას შიშით პლატონა
ოთახში გამოიკეტა,
წამლებიც ბევრი ყლაპა და
ნემსებიც ბევრი იკეთა.
მოიმარაგა პირბადე,
(მოსპოს ვირუსის კერები),
საპნით, ფხვნილით და შამპუნით,
ბევრი იბანა ხელები.
თან დაიფიცა ხატებთან –
თქვენ ხართო ჩემი დამცველი,
სულ რომ დაინგრეს ქვეყანა,
გარეთ არა ვარ გამსვლელი.
გამოელია პროდუქტი,
არც პური ჰქონდა, არც – წყალი,
ორ კვირას უძლო და მერე,
შიმშილით მოკვდა საწყალი!
რაც გიწერია ვერ შეცვლი,
კაცი ვერაფერს გახდება,
სადაც არ უნდა ემალო,
მიქელა ყველგან დაგხვდება!
P.S. გაიღიმეთ, ყველაფერი კარგად იქნება!
მამუკა ჭიპაშვილი
დღეს, 14 სექტემბერს, ბუნებრივი აირის მოწოდება ხარაგაულისა
15 სექტემბრიდან ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – „კომპიუტერული
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი
ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ექიმ მაია
მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჯანდაცვის