ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო მერიისგან იმ კონკრეტული პრობლემების ანალიზსა და მათი მოგვარების გეგმას ითხოვს, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში აისახა.
„უმძიმესია“, – ასე შეაფასეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა ხარაგაულის საკრებულოს წევრებმა ბიუროს სხდომაზე და კონკრეტული პირების დასჯა მოითხოვეს.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, კანონდარღვევებია საჯარო მოსამსახურეების მიერ საწვავის მოხმარების, ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების, დეპუტატებზე ხარჯების გაცემისა და სხვა მიმართულებებით.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ანგარიში საჯაროდ გამოქვეყნებამდე პროკურატურას გადაუგზავნა.
ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი მერის საქმიანობაში კორუფციის ნიშნებს ხედავს და ამბობს, რომ აუდიტის დასკვნაში ასახული პრობლემების 70%-ს მერია ვერ გამოასწორებს.
-აუდიტის დასკვნას რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე გავცნობოდით, ბიუჯეტს სამართავად მერიაში ამჟამად დასაქმებულებს ვერ ჩავაბარებდით, – ამბობს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე პაატა გოგოლაძე.
საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძის შეფასებით, პრობლემებთან გასამკლავებლად, მერიას უნარი არ ეყო. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოში ამ პრობლემებზე პერიოდულად საუბრობდნენ, ამით არაფერი შეცვლილა – ხარაგაულის მოსახლეობამ უხარისხო გზები და ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვა მიიღო.
სახელმწიფო აუდიტის სამსხურის ანგარიშის საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში განიხილავენ. დეპუტატები ამ სხდომაზე მერის, ნიკოლოზ თოფურიძის, მისვლას მოითხოვენ.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.