გვიამბობს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მასწავლებელი ელვარდი გიორგიძე.
ზარი საკუთარ ბინაში
ჩემთვის ძალიან პატივსაცემი პიროვნების, უფროსი მეგობრის, რუბენ კურტანიძის – ტარასიჩის – შესახებ მოვყვები რამდენი ამბავს. იმედია, არ მიწყენს ამ ხუმრობებს.
ჩვენ წლების მანძილზე ერთად ვმუშაობდით ხარაგაულის პარტიის რაიკომში.
ერთხელ ტარასიჩს რიმა კურტანიძესთან უნდა დაერეკა. მოძებნა ტელეფონების წიგნში რ. კურტანიძის ნომერი. ვხედავ, აკრიფა 2-13-12.
ვეკითხები, ვისთან რეკავ-მეთქი.
-რიმა კურტანიძესთანო, – მპასუხობს.
-რიმასთან კი არა, შენთან რეკავ სახლში.
-რას ამბობ, ელვარდ, მართლა?! – და უცბად გათიშა ტელეფონი…
ტარასიჩი – „პლაშების“ „რისხვა“
ერთხელ შალვა ხეცაძე ბოლთას სცემს დერეფანში.
-რა დაგემართა, შალვა, რას განიცდი ასე, – ეკითხებიან გამვლელ-გამომვლელები.
-მეტი რა უნდა დამემართოს, სოფელში მეჩქარება, ავტობუსი მასწრებს. რუბენს ჩემი „პლაში“ ჩაუცვამს და წასულა. როდის მოვა ნეტავ?…
კულტურის განყოფილების გამგე მუსიკალურ სკოლაში ატარებს თათბირს, რომელსაც რუბენიც ესწრება. თათბირის დამთავრებამდე წვიმა დაიწყო. ცოტა ხანში რაიკომში, ჩემს სამუშაო ოთახში, ტელეფონი რეკავს, რუბენს კითხულობენ, სასწრაფოდ მოგვაძებნინეო. რუბენს თინა ტორაძის „პლაში“ ჩაუცვამს და თავისი მუსიკალურ სკოლაში დაუტოვებია. თინა ვერ მიდის ამ წვიმაში, გვიშველე რამეო, – მეუბნებიან. ამ დროს ოთახში შემოდის რუბენი.
-დატოვე ქალი ხო უპლაშოდ, – სიცილით ვეუბნები.
-უიმე, ეს რა დამმართნია, – შეიცხადა რუბენმა და სასწრაფოდ გაიქცა მუსიკალურ სკოლაში.
რუბენი და მანქანა
ბევრი რამ შეიძლება გავიხსენო ტარასიჩის მანქანასთან დაკავშირებით. ბორითში მივდივართ ლექციის ჩასატარებლად და გზაში კოლია ავალიშვილი გვიყვება, გასულ კვირაში რესტორანში ვიყავი, მას მერე ორი დღე მანქანას ვეძებდი და ძლივს ვიპოვე რესტორანთანო.
რუბენი მიუბრუნდა და ეუბნება, – ბაზალეთის სკოლაში ავედი მანქანით. ბენზინი გამითავდა, მანქანა დავტოვე, ფეხით წამოვედი ხარაგაულში და ხმა გამივრცელეს, რუბენს მანქანა ბაზალეთში დარჩაო.
ყველამ ერთხმად გადავიხარხარეთ.
კანონს ვერ დავარღვევ…
ხიდარში პოლიტმეცადინეობას ვატარებ კომკავშირელებთან თემაზე „ლოთობისა და ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია“. გვესწრებიან მოსამართლე ენვერ ხიჯაკაძე და რუბენ ტარასიჩი. ლექციის შემდეგ სუფრა გაიშალა ბეჟან ბერაძის ოჯახში. რუბენს ვთხოვთ, რომ ერთი სადღეგრძელო მაინც გვათქმევინოს, თორემ გაგვბერა ამდენმა გამაგრილებელმა სასმელმა. რუბენი უარობს, – არავითარ შემთხვევაში, კანონს ვერ დავარღვევო. მაშინ ენვერი ხიჯაკაძემ უთხრა, – ტარასიჩ, კანონი ლოთობას კრძალავს, ღვინის ნორმალურად დალევას კი არა, ოჯახის დალოცვა აუცილებელიაო.
-კარგი მაშინ, თითო ჭიქა დავლიოთო, – ნება დაგვრთო ტარასიჩმა.
თითოს დავჯერდებოდით?! კარგად მოვულხინეთ.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი