

ამ საკითხს ხარაგაულის საკრებულო 3 თებერვლის სხდომაზე გადაწყვეტს.
საკრებულოსა და მერიაში დასაქმებულთა ხელფასები (გარდა მერისა და საკრებულოს თავმჯდომარისა), მათი თანამდებობებიდან გამომდინარე, შესაძლოა, 50, 100, 200 ლარით გაიზარდოს. ხელფასების მატების შემთხვევაში საკრებულოს დამატებით 34 ათასი ლარი დასჭირდება, მერიას – 146 ათასი ლარი, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს – 12 ათასი ლარი.
საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელფასების მატების წინააღმდეგია. „სახელმწიფო აუდიტმა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში სერიოზული დარღვევები აღმოაჩინა, – ამბობს მანანა ბარბაქაძე, – ვფიქრობ, რომ აუდიტის დასკვნა რეაგირებისთვის სამართალდამცავ უწყებებს გადავცეთ. ამ ვითარებაში ხელფასების მატება მართებული არ არის“.
ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი მერიას ურჩევს, რომ ხელფასების მატებისთვის განსაზღვრული თანხა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ოპერაციების სრულად დაფინანსებისა და მედიკამენტების შეძენისთვის მიმართონ.
მუნიციპალიტეტის მერის, ნიკო თოფურიძის განმარტებით, „გასათვალისწინებელი ინფლაცია. მერიისა და საკრებულოს თანამშრომელი ხარაგაულის მოსახლეობა არ არის, თუ უცხო ხალხია?! როცა არის საშუალება, რომ 300 ადამიანს მცირედით მაინც დავეხმაროთ, რატომ არ უნდა ვქნათ ეს. ოპერაცია და მედიკამენტი მერიის თანამშრომლებსაც სჭირდებათ“.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი