ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა 2019 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის განსაზღვრული 1 301 948 ლარი დაკარგა.
ამ თანხით საღანძილის, მოლითის, ბაბის, ისლარის, ზარანის, ღუდუმექეთის, კიცხში ავალიშვილების უბნის, წყალაფორეთში ბაღისა და გაბეხაძების უბნების, ლეღვანში სკოლისკენ მიმავალი, საბე-სარგვეშის დამაკავშირებელი, სარგვეშში ცისკაძეების უბნის, ხიდარში ჯორტების უბნის, ფარცხნალში ბარის უბნის, დეისის მეორე უბნის გზები უნდა აღდგენილიყო.
2019 წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 22 სოფელში გზების რეაბილიტაციისთვის სულ 4 673 447 ლარი გამოიყო. მუნიციპალიტეტისგან ტენდერით შერჩეულმა მეწარმეებმა რომ სამუშაოები დროულად ვერ განახორციელეს, მთავრობის 2019 წლის 26 დეკემბრის #2717 განკარგულებით ეს თანხა 3 371 499 ლარამდე შემცირდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტისგან დაკარგული 1 301 948 ლარი იმ მუნიციპალიტეტებს გადაუნაწილდათ, ვინც 2019 წელს ინფრასტრუქტურული პროექტები წარმატებით განახორციელა.
გააანალიზა თუ არა მერიამ, რა გახდა გზების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების აუთვისებლობის მიზეზი, – ამ შეკითხვაზე ხარაგაულის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა თემურ თაბუკაშვილმა სატელეფონო საუბარში გვიპასუხა:
-ანალიზი გავაკეთე, მაგრამ ახლა იმის დრო არ მაქვს, აგიხსნათ, რა არის ამის მიზეზი.
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხების აუთვისებლობას „კატასტროფად“ აფასებს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი, რადგან 2019 წლის პროექტების შეუსრულებლობის გამო 2020 წელს ახალი გზების რეაბილიტაციის შესაძლებლობა შემცირდა. ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ უპასუხისმგებლო მეწარმეებზე ავანსები მასიურად არ უნდა გაცემულიყო და მერიას ხელშეკრულებები დროულად უნდა შეეწყვიტა. მისთვის მიუღებელია არგუმენტი, რომ მერიამ მეწარმეებთან სათანადო სიმკაცრე საკანონმდებლო რეგულაციების გამო ვერ გამოიჩინა, რადგან კანონი ყველა მუნიციპალიტეტისთვის ერთნაირია. ვარლამ ჭიპაშვილი პრობლემად მიიჩნევს იმას, რომ მერიისგან ამ საკითხის ანალიზი და მომავალში ანალოგიური სიტუაციისგან დაზღვევის გეგმა საკრებულოსთვის უცნობია.
ნინო კაპანაძე
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო