„საკრებულოს რეგლამენტით დეპუტატისთვის განსაზღვრულ ხუთწუთიანი გამოსვლის უფლებას დუმილისთვის ვიყენებ“, – ასე მიმართა კოლეგებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „შენების მოძრაობიდან“ მიხეილ ჭიპაშვილმა. მან საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერის, ნიკო თოფურიძის მიუსვლელობის გამო პროტესტი ასე გამოხატა.
დღეს, 19 დეკემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
შეკითხვები მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით ყველა დეპუტატს ჰქონდა. ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტის მერს არ აინტერესებს დეპუტატების მოსაზრებები და არც საქმის კეთების სურვილი აქვს.
დეპუტატებმა – ვარლამ ჭიპაშვილმა, იუზა კელენჯერიძემ, დავით კიკნაძემ, გივი თხელიძემ, მალხაზ ფხალაძემ, თორნიკე ავალიშვილმა, ინგა მაღრაძემ, პაატა გოგოლაძემ, აკაკი მაჭავარიანმა, თემურ ფცქიალაძემ, ქეთევან ზუმბაძემ ისაუბრეს წლების განმავლობაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოუგვარებელ პრობლემებზე – დ. ხარაგაულში კანალიზაციის სისტემის არარსებობაზე, ბავშვებისთვის გასართობი ატრაქციონების შეძენაზე, უსახლკაროებისთვის თავშესაფრის მოწყობაზე, ბეჭდვითი მომსახურებისა და უპოვართა კვების ტენდერით განკარგვაზე, მრავალბინიანი კორპუსების მოსაწესრიგებლად და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის დაფინანსების გაზრდაზე.
ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე პაატა გოგოლაძემ მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენლებს მერთან დააბარა, რომ საკრებულოსთან თანამშრომლობით პრობლემები ადვილად გადაწყდება.
2020 წლის ბიუჯეტის პროექტის კომისიებისა და ბიუროს სხდომებზე განხილვისას დეპუტატები არ ეთანხმებოდნენ მერიისთვის 43 ათას ლარად ღირებული ავტომანქანის შეძენას. თუმცა, მათ მერიის ამ წინადადებას მხარი დაუჭირეს იმ მოტივით, რომ მოძველებული ავტომანქანების შენახვა უფრო ძვირი ჯდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 35 დეპუტატიდან დღეს სხდომას 28 ესწრებოდა. ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ წევრებმა თორნიკე ავალიშვილმა და ქეთევან ზუმბაძემ, ასევე დეპუტატმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ თემურ ფცქიალაძემ სხდომა ბიუჭეტის პროექტისთვის კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვეს. ფრაქციის „თვითმმართველობა ხალხისთვის“ წევრებმა ინგა მაღრაძემ, მიხეილ ჭიპაშვილმა და აკაკი მაჭავარიანმა ბიუჯეტის პროექტის მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი 8 402 000 ლარით განისაზღვრა.
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო