„ვიდრე მოთოვს, თუ სრიალი მოგინდეთ, ჩვენი ხიდი თქვენს სამსახურშია“, – სოციალურ ქსელში ხუმრობს ბაზალეთელი თეა ტალახაძე და ხარაგაულიდან ბაზალეთისკენ მიმავალ გზაზე არსებული ამ საცალფეხო ხიდის ფოტოებს აქვეყნებს.
თუმცა ამ ხიდზე მოსიარულეებს ნამდვილად არ ეხუმრებათ, რადგან ჯებირს გვერდები წყლისგან გამოცლილი აქვს და ფეხი რომ გაგიცურდეს, უეცრად ჩხერიმელაში აღმოჩნდები.
„ეს პრობლემა ნამდვილად მწვავეა, – ამბობს ბაზალეთის მაჟორიტარი დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი, – ეს ხიდ-ბოგირი 2013 წელს აღვადგინეთ. თუმცა, საკმაო დრო გავიდა და დაზიანდა. დღეს მასზე გადაადგილება საფრთხის შემცველიც კი არის. ეს საკითხი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის წინაშე რამდენჯერმე გავააქტიურე. მათ შეისყიდეს ხიდ-ბოგირის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც ამჟამად ექსპერტიზას გადის. ამ საცალფეხო ხიდ-ბოგირის აღსადგენად დაახლოებით 20 ათასამდე ლარია განსაზღვრული.
ისე, როგორც სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, ხარაგაულში ამ პროექტის დაწყებაც ძალიან გვიანდება. მოსახლეობა გაღიზიანებულია და გამოხატავს სამართლიან გულისწყრომას, რასაც მეც ვუერთდები. რამდენიმე ადამიანს ამ ბოგირზე გადასვლისას ნაპრალებში ფეხი ჩაუვარდა. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებს ყოველდღე ვეკონტაქტები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი მთავრობის „ღია შეხვედრების“ ფარგლებში გამართულ შეკრებაზე ბაზალეთელებს დაჰპირდა, რომ ამ პრობლემას წელს მოაგვარებენ. ხიდ-ბოგირის აღდგენასველოდებით.
ლაურა გოგოლაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.