

სიცივე, სიბინძურე, უსიამოვნო სუნი – ამ ყველაფრის ატანა „მასტერაოს“ მგზავრებს ყოველდღიურად უწევთ. ეს ერთადერთი ტრანსპორტია, რომლითაც ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობა ხარაგაულის, ზესტაფონისა და ხაშურის მიმართულებით გადაადგილდება. ხაშური-ზესტაფონის მარშრუტზე მოძრავი ეს რეგიონული მიმოსვლის მატარებელი ორვაგონიანია.
„მასტერაოთი“ მგზავრობა, განსაკუთრებით ზამთარში, ძალიან ძნელია. ერთ-ერთ ვაგონში კარებს სახელური არ აქვს და არ იკეტება. ამიტომ ღამით დაგროვილი სითბო მატარებლის დაძვრიდან მალევე იფანტება. ორვაგონიან „მასტერაოში“ მგზავრთა რაოდენობა ხშირად დასაჯდომ ადგილებზე გაცილებით მეტია. შესაძლოა, საათობით მოგიწიოთ ფეხზე მდგომს მგზავრობა. კონტროლიორთა განმარტებით, თვეში ერთხელ ერთ-ერთი ვაგონი, ერთი კვირით, პროფილაქტიკური შემოწმებისთვის გადაჰყავთ. აი, მაშინ კი განსაკუთრებული სიმარჯვეა საჭირო, რომ მატარებლის ერთადერთ ვაგონში როგორღაც შეხვიდე და ფეხიც მოიმაგრო.
„მასტერაოს“ მგზავრთა პრობლემებს ს/ს „საქართველოს რკინიგზაში“ კარგად იცნობენ. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ საკითხის გააქტიურება, თუ მათი წევრი დასაქმებულები მიმართავენ. სახალხო გადაზიდვების კონტროლიორები კი პროფკავშირის წევრობისგან თავს იკავებენ.
„კარგით, ქალბატონო, მივხედავთ, მივხედავთ,“ – გვიპასუხეს ს/ს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლებმა, პრობლემების შესახებ რომ ტელეფონით შევატყობინეთ.
კალენდარზე ოცდამეერთე საუკუნეა, „მასტერაო“ კი, ამ დრომდე, გასულ ათასწლეულშია ჩარჩენილი.
ნინო კაპანაძე
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა