

25 ნოემბერს მსოფლიომ დაიწყო 16-დღიანი კამპანიის ათვლა, კამპანიისა, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას.
კამპანია ყოველ წელს იწყება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, 25 ნოემბერს, და სრულდება 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს.
დღეს მსოფლიოში ყოველ მესამე ქალს პირადად აქვს გამოცდილი ძალადობა. საქართველოში ყოველი მეშვიდე ქალი სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლია.
წელს, საქართველოში 16-დღიანი კამპანიის თემაა #ყველაქალსაქვსსათქმელი. კამპანიის ფარგლებში, საქართველოში გაეროს სააგენტოებმა ჩაწერეს ვიდეო მიმართვა, რომელშიც აქცენტი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის აუცილებლობაზე გაკეთდა.
ნარინჯისფერი საერთაშორისო კამპანიის ოფიციალური ფერია. ამიტომ 25 ნოემბერს საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად განათდა.
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა და იმედი, რომელიც წლების
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის
თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთის
მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა,