
მეხუთე თვეა, დაბა ხარაგაულის მოსახლეობას სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება.
7 ივნისს სტიქიის შედეგად ლეღვნის ცენტრალური მაგისტრალი დაზიანდა. უხვი ნალექით ადიდებულმა მდინარემ სამ კილომეტრამდე სიგრძის წყლის მილი წაიღო. მოსახლეობას ამჟამად წყალი ალტერნატიული, პატარა ხარაგაულში მდებარე წყალსადენიდან მიეწოდება.
დაბა ხარაგაულის მოსახლეობა წუხს, რომ წყლის მოსვლის მომენტში ონკანებში წყლის ნაცვლად დიდი რაოდენობით ჰაერი ხანგრძლივად მოედინება. ამ დროს მრიცხველი მუშაობს. მომხმარებელი, ფაქტობრივად, წყლის ნაცვლად ჰაერისთვის იხდის ფულს. ჰაერის ძლიერი ნაკადი მასობრივად აზიანებს ონკანებს.
ეკატერინე გალდავამ გვაცნობა, რომ დაბა ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის ტენდერის გამოცხადება მიმდინარე წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შპს „არქდიზაინმშენმა“ 177 777 ლარად მოამზადა.
„2019 წლის 7 ივნისს, დაბა ხარაგაულში მომხდარი სტიქიური მოვლენის (უხვი ნალექი) შედეგად დაზიანდა წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა, მათ შორის სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალური მილი. კომპანიამ უზრუნველყო დროებით, წყალმომარაგების ალტერნატიული ქსელის მოწყობა და დაბა ხარაგაულის მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდება გრაფიკით (8 საათი ყოველდღიურად). სწორედ, გრაფიკით წყლის მიწოდების გამო აღინიშნება ონკანებში ჰაერის გამოდინება. დაბა ხარაგაულის მოსახლეობის უწყვეტი (24 საათიანი) წყალმომარაგებით უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება მხოლოდ დაბა ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის დასრულების შემდგომ“, – აღნიშნულია „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან“ გამომცემლობა „ჩემი ხარაგაულისთვის“ მოწოდებულ პასუხში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი ამბობს: „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია პატარა ხარაგაულში მდებარე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წყალსადენით უკანონოდ სარგებლობს. შესაბამისად, კომპანიის მიერ მოსახლეობისთვის დაკისრებული, მოხმარებული წყლის საფასურიც უკანონოა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა წყალსადენი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დროებით სარგებლობაში იჯარით უნდა გადასცენ ან მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება მუნიციპალიტეტისგან დაფუძნებულმა ააიპ „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებამ“ უნდა უზრუნველყოს“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ჯაბა ბერაძე განმარტავს, რომ უახლოეს ხანში, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“ შეთანხმების შემდეგ, იზრუნებენ პატარა ხარაგაულში მდებარე წყალსადენის „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის“ დროებით სარგებლობაში გადასაცემად. წყლის რეზერვუარები ამ კომპანიამ მოაწესრიგა, მოსახლეობისთვის წყლის მისაწოდებლად საჭირო ელექტროენერგიის საფასურსაც კომპანია იხდის.
ჯაბა ბერაძე ამბობს: „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ გეგმავს, რომ ლეღვნის წყალსადენის რეაბილიტაციამდე დაბა ხარაგაულში მოსახლეობას წყალი 24 საათის განმავლობაში პატარა ხარაგაულის წყალსადენიდან მიაწოდოს. ამისთვის დამატებით ორი ჭაბურღილის გაკეთებას აპირებენ.
დაბა ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის (ლეღვნის წყალსადენის) რეაბილიტაციისთვის „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ 3 400 000 ლარი აქვს განსაზღვრული.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი ეკატერინე გალდავა
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.
დღეს, 7 მაისს, პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში აღდგომიდან