ხარაგაულის მუნიციპალიტეტისგან გამოცხადებული შეუმდგარი ტენდერების ციფრი მაღალია – თითქმის 45%.
ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში 110 ერთეტაპიანი ელექტრონული ტენდერიდან 32 ტენდერი არ შედგა, 11 – უარყოფითი შედეგით დასრულდა, 2 – შეწყვეტილია.
ეს ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა კახა გოლუბიანმა საკრებულოს ბიუროს, ამ სამსახურის ანგარიშის წარდგენისას, დღეს, 15 ივლისს გააცნო.
ხარაგაულის საკრებულოს წევრი მალხაზ ფხალაძე ამბობს, რომ ტენდერების ჩავარდნის მიზეზებზე სატენდერო კომისია უნდა მსჯელობდეს და ვარაუდობს, რომ რვაჯერ ჩავარდნილ ტენდერში „რაღაც ხდება“. ასეთ საკითხებს მერიის სამსახურებისა და სატენდერო კომისიისგან სიღრმისეული შესწავლა სჭირდება.
კახა გოლუბიანი მესამე თვეა სატენდერო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას მერის პირველი მოადგილის ნაცვლად ასრულებს. მერის პირველი მოადგილის პოსტი 8 მაისიდან ვაკანტურია. კახა გოლუბიანი ამბობს, რომ ტენდერი მისი კომისიის თავმჯდომარედ მუშაობისას მხოლოდ ორჯერ ჩავარდა, – ისიც მეწარმის გამოუცხადებლობის გამო.
ადმინისტრაციულ სამსახურს დეპუტატი მალხაზ ფხალაძე საჯარო ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადაში გაუცემლობის გამო პასუხს სთხოვს. მან ვარძიის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაახლოებით ოთხი თვეა მერიაში განცხადება შეიტანა და ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიშში კი აღნიშნულია, რომ მიღებულ კორესპონდენციებზე პასუხების გაცემა კანონით დადგენილ ვადაში ხდება.
დეპუტატმა ქეთევან ზუმბაძემ ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში სადღეგრძელოს შეადარა და აღნიშნა, რომ ანგარიშში არ ჩანს, თუ რა პრობლემებია სამსახურის საქმიანობაში და როგორ ესახებათ მათი გადაჭრის გზები.
ქეთევან ზუმბაძე ამბობს, რომ უმჯობესი იქნებოდა, სამსახურის უფროსს ანგარიშში ჩაეწერა, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურისგან გაცემული რომელი რეკომენდაციების გათვალისწინება ვერ შეძლეს და რატომ.
საკრებულო მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მუშაობის ანგარიშს 5 აგვისტოს სხდომაზე განიხილავს და შეაფასებს.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი