ხვალ, 10 ივლისს, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ლატვიაში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება.
ხარაგაულის თეატრი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით „ორნი“ წარდგება. ეს სპექტაკლი დახურავს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს „თამაშები სიამოვნებისთვის,“ რომელიც ლატვიის ქალაქ ლიმბაჟში 1991 წლიდან ტარდება.
რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ „ორნი“ მაკა კუკულავას ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით გასულ წელს დადგა. ირინე ჩხეიძე ამ სპექტაკლში მთავარი როლის შემსრულებელია. ქუთაისში გამართულ იმერეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე – „თეატრალური იმერეთი – 2018“ – მან ნომინაციაში ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის გაიმარჯვა.
ლიმბაჟის საერთაშორისო ფესტივალში წელს ლატვიისა და ლიეტუვას სახალხო თეატრები ჩაერთვებიან. საქართველოს ამ ფესტივალზე ხარაგაულის სახალხო თეატრი წარმოადგენს.
ლატვიის ქალაქ ლიმბაჟში თეატრალური ფესტივალი – „თამაშები სიამოვნებისთვის – 2019“ მეთხუთმეტედ იმართება.
ხარაგაულისა და ლიმბაჟის თეატრების მეგობრობა 28 წელს ითვლის. 1991 წელს სწორედ ამ ფესტივალის დაფუძნებისას მიიწვიეს ხარაგაულის სახალხო თეატრი ლიმბაჟში.
თეატრებს შორის ურთიერთობა 2015 წელს განახლდა. ხარაგაულელები ლატვიელი მაყურებლის წინაშე წარსდგნენ სპექტაკლით „თანამდევი სული,“ ხოლო 2017 წელს სპექტაკლით – „დარისპანის გასაჭირი.“
2018 წლის ზაფხულში ლატვიელები ხარაგაულში გვესტუმრენ.
წარმატებებს ვუსურვებთ ხარაგაულის სახალხო თეატრს საერთაშორისო ფესტივალზე.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.