

როდის და ვის დაინიშნება ხარაგაულის ვიცემერად, – ამის გასარკვევად ხარაგაულის მერ ნიკო თოფურიძესთან დაკავშირებას შევეცადეთ. თოფურიძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
ამ თემაზე ინფორმაციას არც მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი კახა გოლუბიანი ფლობს. რა ვადაში უნდა დაინიშნოს მერის პირველი მოადგილე ვაკანსიაზე, ამას, კახა გოლუბიანის ინფორმაციით, კანონი არ განსაზღვრავს.
მერის პირველი მოადგილე იმავდროულად სატენდერო კომისიასა და კონტროლის ჯგუფს ხელმძღვანელობს. ამჟამად სატენდერო კომისიის თავმჯდომარის მოვალებას კახა გოლუბიანი ასრულებს, ხოლო კონტროლის ჯგუფის უფროსის მოვალეობას – მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თემურ თაბუკაშვილი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ არჩილ მაღრაძემ თანამდებობა 8 მაისს დატოვა.
ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში,
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეხუთე ეტაპი
სტომატოლოგმა სოფო ფხაკაძემ, ორი წლის წინ, ხარაგაულში სტომატოლოგიური კაბინეტი დახურა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი