ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს, 19 ივნისს, ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს.
ცვლილების პროექტის მიხედვით, 7 და 13 ივნისს ხარაგაულში მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დასაანგარიშებლად საექსპერტო მომსახურების შესყიდვისათვის ნაშთიდან 4 900 ლარი გამოიყოფა.
სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების საპროექტო სამუშაოების შესყიდვისათვის 120 ათასი ლარია საჭირო. მერიის გადაწყვეტილებით, 40 ათასი ლარი მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაციისთვის განკუთვნილ თანხას მოაკლდება, 10 ათასი ლარი – მოსახლეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფას, 25 ათასი ლარი ბიუჯეტის ნაშთიდან გამოიყოფა, ხოლო 45 ათასი ლარი ბიუჯეტში სანებართვო მოსაკრებელიდან შესული თანხაა.
ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, მერიის ცალკეულ სამსახურებს აქვთ პროექტირებისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენის უფლება, თუმცა ამას არ აკეთებენ. მისივე თქმით, ამით დაიზოგებოდა დრო. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების შედეგები არ ჩანს და ამის გამო მოსახლეობა სამართლიან გულისწყრომას გამოხატავს.
ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობისთვის ბიუჯეტში დაგეგმილი თანხები სხვა მიმართულებით არ უნდა გახარჯოს. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების არეალის გაზრდას მოსახლეობა წლებია ითხოვს. ვარლამ ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ მერიამ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის საჭირო თანხა ბიუჯეტის სხვა მუხლებიდან უნდა მოიძიოს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ „ჩვენი მერი ფოტოებს ხან ანფასში იღებს, ხან პროფილში სხვადასხვა მედიასაშუალებებისთვის.“ მანანა ბარბაქაძე მერიას ურჩევს, რომ გაზეთებთან და ვებ-გვერდებთან პიარმომსახურების თანხები შეამციროს.
საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, მდინარე ძირულას ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვს. მისივე თქმით, მოსახლეობის წერილობით მოთხოვნას თან პროექტიც ახლავს. ამიტომ მიზანშეუწონელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების თანხის შემცირება.
გარდა სტიქიის შედეგებისთვის საჭირო თანხის მოძიებისა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა ბიუროს წევრებს ბიუჯეტში განსახორციელებელი რამდენიმე ცვლილება წარუდგინა:
ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დამატებით 5 789 ლარი გამოეყო. ამ თანხიდან მოლითის გზის რეაბილიტაციას 2 063 ლარი დაემატება, ხორითის გზის რეაბილიტაციას – 3 726 ლარი;
2015-2017 წლებში სახელმწიფო ფონდებიდან გამოყოფილი სახსრების აუთვისებელი ნაშთებიდან 100 ათასი ლარი ხარაგაულში რამდენიმე დღის წინ მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სარეაბილიტაციოდ მიიმართება – 5 840 ლარი – დაბა ხარაგაულში სანიაღვრე არხების მოსაწყობად, ხოლო 12 670 ლარი – ქროლში არტეზიული ჭის მოსაწყობად;
ხარაგაულში ამბულატორიების შენობების რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსებისათვის საკუთარი სახსრების ნაშთიდან 3 200 ლარი გამოიყოფა;
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ, პირობების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრებულებები შეუწყვიტა შპს „ბილდინგ დეველოპმენტ გრუპს“, „რეკონსტრუქცია XXI- ს“ და უცხოური საწარმოს ფილიალ „მარიას“. მათთვის ავანსად გაცემული 436 969 ლარი მუნიციპალიტეტმა საკუთარ ანგარიშზე დაიბრუნა. ეს თანხა, ბჟინევის, ქვედა ლახუნდარას გზების, დაბა ხარაგაულში ჩიხებისა და 2017 წლის ოქტომბერში მომხდარი სტიქიით დაზიანებული გზების რეაბილიტაციას მოხმარდება.
საბიუჯეტო ცვლილებას საკრებულო 21 ივნისის სხდომაზე განიხილავს.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი