
დღეს ამქვეყნიდან უდროოდ წასული კარგი ხარაგაულელის, ნიჭიერი ადამიანის, ვეფხვია ღონღაძის, დაბადების დღეა;
ვეფხვია ღონღაძისა, რომელსაც „სულ სხვანაირი სიცოცხლე უყვარდა“ და უხაროდა;
კაცისა, რომელიც „არ ჰგავდა არვის…“
ვეფხვია დღეს 48 წლისა შესრულდებოდა.
ის კი მარად 28 წლის ახალგაზრდად დარჩა…
მარადიული ყოფილიყოს მისი ხსენება.
გთავაზობთ ვეფხვია ღონღაძის რამდენიმე ლექსს კრებულიდან „და ოცდამეცხრე გაზაფხულს ველი…“, რომელიც მისმა მეგობარმა მამუკა ჭიპაშვილმა ვეფხვიას ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ გამოსცა.
კარუსელი ისე აღარ ტრიალებს
შემოდგომის ქარი ფოთოლს გულზე გაკრავს,
თითქოს ფარავს დასველებულ იარებს,
ჩემი ცაცხვის ხეივანი მომენატრა,
ქუჩის ბოლოს ისევ გამოგიარე.
ამ საღამოს იდუმალი ფიქრი ახლავს
დაღალული ჭადარივით შრიალებს,
სადღეგრძელოს არაერთხელ გეტყვი ახალს,
შენთან დავცლი ღვინით სავსე ფიალებს.
სანთელივით უნდა მენთო მხოლოდ გულში,
სიმღერის და ძმობის დღესასწაულო,
მეც სუყველას ისევე შენს სიყვარულში,
ვეცილები, ჩემო ხარაგაულო.
სულ მახსოვხარ მხიარული მასპინძელი,
სხვა ბავშვური მოგონებაც კარგია,
კვლავ გეზრდება მომავალი, თუმცა ძველი
ბევრი ნაღდი შვილიც დაგიკარგია.
შენი დილა მოფრენას ჰგავს თეთრი გედის
ცხრათვალა მზე სხივებს ააბრიალებს,
გულში გიკრავ რახანია, თუმცა ბედის
კარუსელი ისე აღარ ტრიალებს.
. . .
მიხარია, რომ არ ვგავარ არვის,
რომ თეთრი ცხენის მყავს შავი კვიცი,
სულ სხვანაირი სიცოცხლე მიყვარს,
სულ სხვანაირი ცხოვრება ვიცი.
იქნებ არ მქონდეს თავშესაფარი,
მთას მომიწიოს გაშლა კარავის,
არაფერს ვითხოვ იმაზე უფრო,
არსად, არასდროს ვგავდე არავის.
მიყვარს ბოჰემა და ხეტიალი,
გიშრის მძივები, მტევანი – ქარვის,
მუდამ დავრჩები შენი ტრფიალი
და თუნდაც ამით არ ვგავარ არვის!
. . .
რა მეშველება მე შენგან ტყვედქმნილს?!
სიცოცხლეს ჩემსას უნდა შევსება
როგორც ფიალას, საღვინედ შექმნილს,
თუმცა ოცნება დარდით მევსება,
მინდა მოგიძღვნა ჩემი ლექსები…
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის