

ხარაგაულში, სოფელ სარგვეშში, სკოლის ბაზაზე საბავშვო ბაღის ერთი ჯგუფი ამოქმედდება.
2018 წლის სექტემბრიდან ამ სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფი ფუნქციონირებს. საბავშვო ბაღის ამოქმედების საკითხი დღეს, 27 მაისს, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განიხილეს. ბაღისთვის ცალკე შესასვლელის მოსაწყობად და სველი წერტილების მოსაწესრიგებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 ათასი ლარი გამოიყოფა.
საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძე რამდენიმე დღის წინ სარგვეშში სასკოლო მზაობის ჯგუფის საქმიანობას ადგილზე გაეცნო და თვლის, რომ საბავშვო ბაღის გახსნა მიზანშეწონილია. დავით კიკნაძის ინფორმაციით, სარგვეში სასკოლო მზაობის ჯგუფში ამჟამად სიით 11 აღსაზრდელი ირიცხება.
სასკოლო მზაობის ჯგუფები, სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, იმ სოფლებში იხსნება, სადაც საბავშვო ბაღები არ ფუნქციონირებს.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას სარგვეშში საბავშვო ბაღის პერსონალისა და აღსაზრდელთა კვებისთვის საჭირო თანხა 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული აქვს.
სარგვეშში საბავშვო ბაღის ამოქმედება 2019 წლის სექტემბრიდან იგეგმება. ამ დრომდე სარგვეშში საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი