

მეხუთე წელია, რაც ხელისუფლება ხარაგაულის მოსახლეობას #1 საბავშვო ბაღის შენობის გაზიფიცირებას დაჰპირდა.
საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს დღემდე შეშის ღუმელებით ათბობენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძე ამბობს, რომ 2019 წლის ზაფხულზე #1 საბავშვო ბაღი გაზიფიცირდება.
ამ საკითხზე მან დღეს, 17 მაისს, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ #1 საბავშვო ბაღის გაზიფიცირებისთვის 52 ათასი ლარია საჭირო. 30 ათასი ლარი გაერთიანების 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია. 22 ათასი ლარის დასამატებლად კი გაერთიანების ადმინისტრაციამ მერიას გასულ კვირაში მიმართა.
ფოტოზე: საკრებულოს ბიუროს სხდომაზე
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
8 თებერვალს საქართველოში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე
დღეს, 11 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“
6 თებერვალს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში კონკურსის,
გაზაფხულიდან გაიყიდება ფუტკრის ძლიერი ოჯახები, 10 ჩარჩოზე.