ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ აპრილს დაგეგმილი სხდომა ხმაურით დაიწყო.
ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი სხდომის ჩაშლით იმუქრებოდა. მისი თქმით, ფრაქციამ მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს, ერთი თვის წინ მიმართა, რომ ბიუჯეტის ნაშთი, 43 ათასი ლარი, რომლითაც მერია ავტომანქანის შეძენას აპირებდა, სოციალურ პაკეტში ერთჯერადი ფულადი დახმარების დასაფინანსებლად მიმართულიყო.
მან კოლეგებს თოფურიძისგან მიღებული ის პასუხი გააცნო, რომელშიც აღნიშნულია, რომ მერია მოქალაქეებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაზრდის საკითხს ბიუჯეტის ექვსი თვის შედეგების შეჯამების შემდეგ განიხილავს.
დეპუტატმა თორნიკე ავალიშვილმა საბიუჯეტო ცვლილების დაუყოვნებლივ განხორციელება და ნაშთის სოციალურ პაკეტში გადატანა მოითხოვა. მას საკრებულოს სხდომაზე მყოფი ყველა დეპუტატი დაეთანხმა.
სხდომაზე ამ საკითხის გასარკვევად შესვენება სამჯერ გამოცხადდა. საბოლოოდ, მერიიდან საკრებულოში გამოიგზავნა საბიუჯეტო ცვლილების პროექტი, რომლის მიხედვითაც, საბიუჯეტო ნაშთიდან 26 ათასი ლარი სოციალური პაკეტის დასაფინანსებლად მიიმართა.
„ამ თანხით 100-100 ლარით ერთჯერადად 260 გაჭირვებულ მოქალაქეს დავეხმარებით, – ამბობს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი, – მიგვაჩნია, რომ საბიუჯეტო ნაშთიდან სოციალური პაკეტის დაფინანსების გაზრდაზე მერიამ მომავალშიც უნდა იფიქროს“.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი