ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით 8 000 ლარს მიიღებს.
ეს თანხა უსინათლოებისთვის ბრაილის შრიფტით წერა-კითხვის სწავლებისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამის განხორციელებას მოხმარდება.
კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა ამ პროგრამისთვის 2019 წელს 3 800 ლარი დაგეგმა და პროგრამა ოთხ თვეს უნდა გაგრძელებულიყო. საკრებულოს გადაწყვეტილებით, პროგრამა პირველ აპრილს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა პროგრამის შესახებ დღეს, 18 მარტს, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის (თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი) სხდომაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ხარაგაულში მცხოვრები 12 უსინათლო დაეუფლება ბრაილის შრიფტით წერა-კითხვას და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს. პროექტის ფარგლებში უსინათლოებისთვის მოეწყობა ადაპტირებული აუდიობიბლიოთეკა ისინი ასევე შეისწავლიან სამაგიდო თამაშებს (ჭადრაკი, შაში, დომინო).
12 ბენეფიციარიდან 5 ამ პროგრამაში დასაქმდება. პროგრამაში დასაქმებული 6 პიროვნების სახელფასო ანაზღაურება 11 600 ლარია. 200 ლარი კი სხვადასხვა ხარჯებისთვისაა გათვალისწინებული.
მეცადინეობები პირველი აპრილიდან ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში კვირაში ორჯერ ჩატარდება.
საქართველოს უსინათლოთა კავშირისა და ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლობით, უსინათლოთა პროგრამა ხარაგაულში 2017 წლის აგვისტოდან ხორციელდება.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი