საქართველოს ევროკავშირთან ასოცირებას, მეათე წელია, აღმოსავლეთ პარტნიორობა ((EAP) უწყობს ხელს.
აღმოსავლეთ პარტნიორობა 2009 წელს პრაღის სამიტზე ესტონეთის, პოლონეთისა და შვეციის ინიციატივით დაფუძნდა. ამ პლატფორმით ევროკავშირი ექვს პარტნიორ ქვეყნას – საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვას, ბელორუსსა და უკრაინას განვითარებაში ეხმარება.
ევროკავშირთან ასოცირება ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნის მთავრობისა და მისი მოსახლეობის ძალისხმევასა და ქმედებებზეა დამყარებული და დამოკიდებული.
ქვეყნისა და მისი მოსახლეობისთვის სასარგებლო ასოცირებისკენ მიმავალ გზაზე გატარებული რეფორმებისა და დანერგილი რეგულაციების შედეგებია. ევროკავშირის წევრობა მრავალი მიმართულებით სტანდარტების დაკმაყოფილებას გულისხმობს.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის წარსული, აწმყო და მომავალი, – საერთო გამოწვევები და გადაწყვეტილებები“ განიხილა აღმოსავლეთ პარტნიორობის მეექვსე ყოველწლიურმა ტალინის კონფერენციამ, სადაც ქართველ ჟურნალისტებთან ერთად „ჩემი იმერეთის“ რედაქტორიც იმყოფებოდა.
კონფერენციაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, ევროპარლამენტარები და ექსპერტები მონაწილეობდნენ.
კონფერენციაზე ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა იუირა რატასმა განაცხადა, რომ ესტონეთისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის (EAP) პოლიტიკა პრიორიტეტულია და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანასთან ორმხრივ თანამშრომლობას გააგრძელებენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილების გაზიარება ელექტრონული მმართველობის, ადმინისტრაციული რეფორმის, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და თავისუფალი მედიის განვითარების მიმართულებით.
ევროპარლამენტარების თვალსაზრისით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში აუცილებელია მართლმსაჯულების სისტემის, საჯარო ადმინისტრირების რეფორმირება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მხარს უჭერენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გააქტიურებას და შეთანხმებულ პრიორიტეტულ სფეროებში შედეგების მიღწევას. მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარება და ბაზრის შესაძლებლობების გაზრდა, ინსტიტუტების გაძლიერება და კარგი მმართველობა, ენერგოეფექტურობა, გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება. აუცილებელია სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესება, რაც ვაჭრობის მოცულობას გაზრდის.
ევროპარლამენტარმა ურმას პაეტმა აღნიშნა, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, განსაკუთრებით კი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის, მხარდაჭერა ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით კი – პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, სტაბილურობის, ეკონომიკური თავისუფლებისა და დემოკრატიის ხელშესაწყობად.
ფორუმზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ოთხი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლებმა, ევროკავშირისგან დაფინანსების გაზრდა ითხოვეს.
მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც კონფერენციაზე საქართველოს წარმოადგენდა, განაცხადა, რომ საქართველოში საჭიროა წარმატებული საშუალო და მცირე საწარმოების სიმრავლე და მათი განვითარება.
ევროკავშირის საგარეო ღონისძიებათა სამსახურის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონალური თანამშრომლობისა და ეუთოს განყოფილების უფროსმა აუდრონე პერკაუსკიენემ კონფერენციაზე განაცხადა, რომ თანამშრომლობის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების პროცესში განიხილება ევროკომისიიის მიერ 2018 წლის ბოლოს წარმოდგენილი ფინანსური დახმარების პაკეტის კიდევ უფრო გაზრდა 2020-2030 წლებისთვის.
კონფერენცია მთავარი სხდომის შემდეგ რამდენიმე პარალელურ პანელად გაგრძელდა დამოუკიდებელი მედიის, დემოკრატიის განვითარების, კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე, 2020 წლის შემდგომ სამომავლო გეგმებზე მსჯელობით.
კონფერენციაზე გამოიკვეთა, რომ კორუფცია არ არის მხოლოდ ეკონომიკური განვითარების პრობლემა, არამედ ეს არის ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. პრობლემა მხოლოდ რეპრესიული ღონისძიებებით ვერ მოგვარდება. საჭიროა სისტემური გარდაქმნები ყველა სექტორში და პრევენციული ღონისძიებები.
ასევე მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გაგრძელდეს თავისუფალი პრესის განვითარების ხელშეწყობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი მედიის მხარდაჭერა, მით უფრო, რომ სოციალური მედიის გავლენა იზრდება და სარეკლამო შემოსავლების უმრავლესობა სოციალური მედიის არხებზე მიდის.
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით (DCFTA) მნიშვნელოვანი პროგრესი თვალნათელია. ევროკავშირში ექსპორტი უფრო სწრაფად იზრდება. უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, ახალგაზრდებში ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობების გაზრდას.
ტალინის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ცენტრის ორგანიზებით, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ესტონეთში ევროკომისიის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით შედგა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ცენტრის დირექტორი იან რეინჰოლდი ამბობს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნები დიფერენცირებულ მიდგომას საჭიროებენ, რადგან ექვსი ქვეყანა განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა. მაგალითად, საქართველო და უკრაინა, დანარჩენებთან შედარებით, უფრო მეტად განვითარდა. თუმცა გასაანალიზებელია, რას მიაღწიეს და როგორ შესრულდა ევროკავშირთან ინტეგრაციის მოთხოვნები.
ლაურა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი