ხარაგაულის საკრებულოს ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილმა საკრებულოს 4 მარტის სხდომაზე აღნიშნა, რომ მან მერიას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2018 წლის ნაშთის – 43 ათასი ლარის განკარგვის გეგმა 11 თებერვალს წერილობითი სახით გაუგზავნა.
თუმცა პასუხი ამ დრომდე ვერ მიიღო.
თორნიკე ავალიშვილი ითხოვს, რომ ის 43 ათასი ლარი, რითაც მერია ავტომანქანის შეძენას აპირებდა, ასე გადანაწილდეს:
30 ათასი ლარი მიიმართოს სოციალურ პაკეტში, ხოლო 13 ათასი ლარი – ხარაგაულის #1 და #2 საბავშვო ბაღების ეზოს სათამაშოების შესაძენად.
თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ მერიასა და საკრებულოში სიღრმისეულად არ მსჯელობენ, თუ როგორ უნდა დავძლიოთ მძიმე სოციალური მდგომარეობა, რა გზები დავსახოთ ინფრასტრუქტურული პროექტების დასასრულებლად. „ამ შეკითხვებზე პასუხები არ გაქვთ იმიტომ, რომ მათი მოგვარება არ გაინტერესებთ,“ – განაცხადა თორნიკე ავალიშვილმა.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საკრებულოს უმრავლესობას უფრო მეტი შენიშვნა აქვს მერიის საქმიანობის მიმართ, ვიდრე – ოპოზიციას.
„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“, – ასე შეაფასა თორნიკე ავალიშვილმა საკრებულოს დამოკიდებულება მერიის საქმიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ საკრებულო, როგორც მერიის მაკონტროლებელი ორგანო, პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებზე.
საკრებულოს სხდომას მერიიდან მხოლოდ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი ესწრებოდა. მისი ინფორმაციით, „მერი ნიკოლოზ თოფურიძე თებერვალში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას ხვდებოდა. ამიტომ ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ წერილზე საპასუხოდ მერიაში ჯერ არ უმსჯელიათ. მერია, სავარაუდოდ, ორ კვირაში საკრებულოში წარადგენს საბიუჯეტო ცვლილებას, რომელშიც აღნიშნული 43 ათასი ლარის განაწილებაც აისახება.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი