2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დღეს, 25 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე განიხილეს.
დეპუტატებს ანგარიში მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა, წარუდგინა. მისი ინფორმაციით, შარშან ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გეგმა დაგეგმილი 100 ათასი ლარის ნაცვლად 40 900 ლარით შესრულდა.
წლიური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ვერ შესრულდა პრივატიზაციიდან შემოსავლები – დაგეგმილი 70 ათასი ლარის ნაცვლად მიღებულია 25 400 ლარი.
„ადგილობრივი შემოსავლების გეგმა ჯარიმების ხარჯზე შესრულდა, – ამბობს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი, – 1 144 600 ლარის ნაცვლად ჯარიმებიდან შემოსავალმა 1 336 500 ლარი შეადგინა.“
საკრებულოში დღეს დეტალურად არ განუხილავთ ზემოთ აღნიშნული შემოსავლების შეუსრულებლობის მიზეზები. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილის შეფასებით, „შეცდომა ბიუჯეტის დაგეგმვისას დაუშვეს.“ მან კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე საკრებულოს ერთ-ერთი შენიშვნა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლისა და ქონების პრივატიზაციიდან დაგეგმილ არარეალურ შემოსავლებსაც ეხებოდა. ვარლამ ჭიპაშვილი იმედოვნებს, რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას ასეთი ხარვეზები აღარ განმეორდება.
საკრებულოს რეგლამენტის თანახმად, საკრებულოს კომისიები და ფრაქციები თავიანთ დასკვნებს ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით საკრებულოს აპარატს ანგარიშის გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში წარუდგენენ. საკრებულო ვალდებულია, არაუგვიანეს პირველი მაისისა, მხარი დაუჭიროს ან არ დაუჭიროს მერიისგან წარდგენილ 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი