სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულში დღეს, 18 თებერვალს, მოსახლეობის კრებები ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გაიმართა.
პროგრამის განახლებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს მერის წარმომადგენელი ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში გია ხარაძე. ის ამბობს, რომ სოფლებში, უმთავრესად, მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა აწუხებს. ის იმედოვნებს, რომ პროგრამა თანდათან დაიხვეწება და სოფლად მცხოვრები ყველა მოსახლის საჭიროება დაკმაყოფილდება.
„უპირატესობა ენიჭება იმ პრობლემის მოგვარებას, რომელსაც მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტს, – ამბობს გია ხარაძე, – ამ დროს პატარა უბანი გვეჩაგრება. წინასწარ შევხვდით მოქალაქეებს. მათი პრობლემები აღვწერეთ და სოფლისთვის გამოყოფილი თანხა შეძლებისდაგვარად ყველა უბნის საჭირობებზე გავანაწილეთ.“
ფარცხნალისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 12 ათასი ლარია განსაზღვრული.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით,
ფარცხნალში მოსახლეობის კრებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე იმყოფებოდა. მერმა მოსახლეობას მიმართა, რომ მათ თავად შეარჩიონ ინდმეწარმე, რომელიც სოფელში სამუშაოებს შეასრულებს.
ფარცხნალში, შარიქაძეების უბანში მცხოვრები ნინო შარიქაძე კმაყოფილია, რომ უბანში გარე განათება მოეწყობა. ის ამბობს, რომ აუცილებელია სოფლის გაზიფიცირება, რაც, სამწუხაროდ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ვერ გვარდება.
„უამრავი პრობლემა, რომელიც სოფელს აწუხებს და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ვერ გვარდებოდა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გადაწყდება, – ამბობს ფარცხნალის თემის მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ჭიპაშვილი, – მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა წყვეტს, სად რა პრობლემა უნდა მოგვარდეს.“
ამ მომენტისთვის მოსახლეობის კრებები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 78 სოფლიდან 45 სოფელში უკვე ჩატარდა. ეს პროცესი 28 თებერვალს დასრულდება. მოსახლეობის მიერ შერჩეულ პროექტებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში წარსადგენად დაამტკიცებს.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი