

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელ ნინო გურეშიძესა და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელ ალექსანდრა ჭიპაშვილს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.
აღსანიშნავია, რომ ნინო გურეშიძე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის საუკეთესო ათეულში შევიდა და ჟიურის სიმპატიის პრიზი დაიმსახურა.
ამ დრომდე წამყვანი მასწავლებლის სტატუსი ხარაგაულში ორ მასწავლებელს ჰქონდა.
კიცხის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა ეკა მელქაძემ წამყვანი მასწავლებლობა 2018 წლის ნოემბერში მიიღო, საღანძილის საჯარო სკოლის მასწავლებელ ირმა ყრუაშვილს კი წამყვანი მასწავლებლის სტატუსი ავტომატურად მიენიჭა, რადგან ის ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მფლობელია.
ვულოცავთ ხარაგაულელ პედაგოგებს ამ წარმატებას და შემდგომ წინსვლას ვუსურვებთ.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის