ორშაბათს, 11 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო საბიუჯეტო ცვლილებას განიხილავს.
ამ ცვლილების თანახმად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები და ხარჯები სახელმწიფო ფონდებიდან მიღებული თანხითა და ბიუჯეტის საკუთარი ნაშთის ხარჯზე იზრდება.
მერიის მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის საკუთარი საბიუჯეტო სახსრების ნაშთი 419 500 ლარია. მერია ამ თანხის განკარგვას ასე აპირებს:
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, „სახელმწიფო აკეთებს კონსოლიდირებულ ბიუჯეტს. ყველა მუნიციპალიტეტს შესთავაზეს, რომ ბიუჯეტში 16 ათასი დოლარის ექვივალენტის თანხა გაითვალისწინონ მესამე კლასის მაღალი გამავლობის მანქანის შესაძენად. ხოლო მანქანები, რომელთა შეკეთება ძვირი ჯდება, გაყიდონ.“
„რა თანხა დაიზოგება, რომელი მანქანების გაყიდვას ვაპირებთ და რამდენად სწორად მიგაჩნიათ ახალი ავტომანქანის შეძენა,“ – ამ შეკითხვებით მიმართა დღეს, 8 თებერვალს, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა მერის პირველ მოადგილეს, არჩილ მაღრაძეს.
„რთული გეოგრაფიული პირობებისა და მოძველებული ავტოპარკის გამო მერია მართებულად მიიჩნევს ახალი ავტომანქანის შეძენას, – აღნიშნა ვიცე-მერმა არჩილ მაღრაძემ კომისიის სხდომაზე, – მივიღეთ მითითება, რომ ვიყიდოთ ახალი ავტომანქანა.“
საკრებულოს წევრი დავით კიკნაძე ხარაგაულში ასრებული მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ახალი ავტომანქანის შეძენას არ ეთანხმება. მისი თქმით, ეს მოსახლეობას გაანაწყენებს.
„ჩვენ მხარს არ დავუჭერთ, რომ მერიამ 43 ათას ლარად მანქანა შეიძინოს, – აღნიშნა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე პაატა გოგოლაძემ, – ჯობია, ეს თანხა სოციალური პაკეტის დასაფინანსებლად მივმართოთ. ეს იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება. თვითმმართველობა ცენტრალური ხელისუფლებისგან არაგონივრულ მითითებას ვერ გაიზიარებს.“
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი