

საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ცენტრალური ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარი მიიღო.
კონკრეტულად რომელი სკოლების რეაბილიტაცია მოხდება და რა პრობლემები მოგვარდება ამ თანხით, ამ საკითხებზე დღეს, 8 თებერვალს, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე (თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი) იმსჯელეს.
კომისიის სხდომას მერის პირველი მოადგილე არჩილ მაღრაძე და საგანმანთლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე ესწრებოდნენ.
არჩილ მაღრაძის ინფორმაციით, სკოლების სარემონტო სამუშაოებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარის დამატებას კიდევ ელოდებიან. ვიცე-მერი ამბობს, რომ ამ საკითხზე, ჯერჯერობით, ზეპირი შეთანხმებაა და ოფიციალური დოკუმენტი არ აქვთ.
რაც შეეხება უკვე მიღებულ 200 ათას ლარს, მერია ამ თანხას რესურსცენტრის მიერ შერჩეულ სკოლებზე დახარჯავს.
ხარაგაულის საგანმანთლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძის ინფორმაციით, 200 ათასი ლარი მან სკოლებიდან მიწოდებული პრობლემების მიხედვით გაანაწილა.
თეთრაწყაროს სკოლაში, სავარაუდოდ მარტიდან, კიცხში ახალი სკოლის მშენებლობის გამო, კიცხელი მოსწავლეები ისწავლიან. ამიტომ აუცილებელია, თეთრაწყაროს სკოლის შენობა მოწესრიგდეს.
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის დირექტორმა მარინე ხვედელიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ 50 ათასი ლარი ზღვაში წვეთია სკოლის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. მისი ინფორმაციით, სკოლაში ჩამოდის წყალი, კატასტროფული მდგომაროებაა საკლასო ოთახებსა და სპორტულ დარბაზში.
„ორი დღის წინ სპორტულ დარბაზში ჭერის ნაწილი ჩამოვარდა და დამლაგებელს დაეცა, – ამბობს მარინე ხვედელიძე, – ფაქტობრივად, დანაშაულს ჩავდივარ, როცა მოსწავლეები სპორტულ დარბაზში შედიან. 11 წერილი გავაგზავნე განათლების სამინისტროში. მეტი რა და როგორ უნდა მეაქტიურა, არ ვიცი. სკოლის სრულ რეაბილიტაციას 400 ათასი ლარიც არ ეყოფა. აბსოლუტურად შესაცვლელია ყველაფერი – სახურავი, იატაკი, ელექტროგაყვანილობა. ვფიქრობ, რომ 50 ათასი ლარით სკოლის სრული რეაბილიტაციისთვის პროექტი შევიძინო. გთხოვთ მერიას, საკრებულოსა და რესურსცენტრს, ვიაქტიუროთ და მივმართოთ სხვადასხვა ფონდებს ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციისთვის.“
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი