25 იანვარს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა 2018 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ შესრულებული შესყიდვების ანგარიში მოისმინეს.
დეპუტატების მხრიდან ძირითადი შეკითხვები ჩავარდნილ ტენდერებს ეხებოდა. ისინი დაინტერესდნენ, ვინ განსაზღვრავს გამოსაცხადებელი ტენდერისთვის თანხის ოდენობას, რომელი რეგულაციები უნდა შეიცვალოს კანონმდებლობაში, რომ ტენდერები აღარ ჩავარდეს.
ხარაგაულის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსის ზურაბ იჩქიტიძის, თქმით: საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესასყიდად გამოცხადებული ტენდერისათვის განსაზღვრული თანხა შესასრულებელი სამუშაოების ჯამური ღირებულების 0,03 – 0.05 %-ია. წინასწარ იმის გათვლა, შედგება თუ არა ტენდერი, შეუძლებელია. ჩემი აზრით, შესყიდვების კანონმდებლობა ხარვეზიანი არ არის და ტენდერების ჩავარდნის მიზეზები სხვაგან უნდა ვეძებოთ.
დეპუტატი მალხაზ ფხალაძე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ტენდერების ჩავარდნის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიიჩნევს იმას, რომ სატენდერო მოთხოვნებს გეოლოგიური დასკვნის მომზადება დაემატა. ამისთვის კი ტენდერით გამოყოფილი თანხა არასაკმარისია.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ ხარაგაულის 2019 წლის ბიუჯეტი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 800 ათასი ლარით იზრდება.
„ტენდერების ჩატარებასთან დაკავშირებული პრობლემები თუ არ მოგვარდა, დღევანდელზე უარეს მდგომარეობას მივიღებთ მომავალ წლებში“, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.
nკომისიის სხდომაზე მოწვეულები იყვნენ გასულ წელს ხარაგაულში ააიპ-ების რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი სამი ააიპ-ის ხელმძღვანელი. მოგეხსენებათ, რომ შარშან ააიპ-ების რეორგანიზაცით შეიქმნა: კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება, სპორტისა და ტურიზმის ცენტრი.
დეპუტატები დაინტერესდნენ, ამ კონკრებულ ააიპებში, რეორგანიზაციის შედეგად, რა თანხა დაიზოგა და რა გაუმჯობესდა სამუშაოების ეფექტურობის თვალსაზრისით.
დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების დირექტორის, თემურ ფურცელაძის, ინფორმაციით, 2019 წელს მათ სამსახურში გაიზარდა შტატები და შესაბამისად – სახელფასო ფონდიც. ეს განაპირობა დასუფთავების მომსახურების არეალის გაზრდამ ხევში, წაქვაში, ვანში, ჩხერსა და ახალსოფელში. თუმცა, მისივე თქმით, რეორგანიზაციის შემდეგ ხარაგაულში გარე განათების ქსელი არ გაფართოებულა.
კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის, ნიკოლოზ მაჭავარიანის, ინფორმაციით, რეორგანიზაციის შედეგად შეერთებული ხუთი ააიპიდან 16 თანამშრომელი გათავისუფლდა. დაზოგილი თანხით მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა და ახლადშექმნილი ააიპ-ის უკეთესი ფუნქციონირებისათვის სხვადასხვა საჭირო ელექტროტექნიკა შეიძინეს.
დეპუტატი დავით კიკნაძე დაინტერესდა, რატომ იღებენ სპორტისა და ტურიზმის ცენტრში ერთი და იგივე პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლები განსხვავებულ ხელფასებს.
„ააიპში ხელფასები თანამშრომელთა დატვირთვის შედეგად იცემა, – განმარტავს სპორტისა და ტურიზმის ცენტრის დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი, – ტურიზმის სამსახურში ის სპეციალისტები, რომლებიც აქტიურად აწყობენ ტურებს ხარაგაულში სხვადასხვა მიმართულებით, განსხვავებულ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე ის თანამშრომლები, რომლებიც კაბინეტურ სამუშაოებს ასრულებენ“.
სხდომაზე კომისიის წევრებმა შპს „ხარაგაული 2011“ -ის საქმიანობაზე იმსჯელეს. კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა კომისიის წევრებს სახელმწიფო აუდიტის დასკვნა გააცნო, რომელიც ამ ორგანიზაციაში გარკვეულ ხარვეზებზე მიუთითებს.
„მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ კვლავაც მოუწესრიგებელია მისამართის საკითხი, ტექნიკის ნაწილი ისევ გაბნეულია და არ მომხდარა გამოუსადეგარი ტექნიკის რეალიზაცია; შესყიდვების გეგმა არ არის ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ეროვნულ სისტემაში, არ არის ჩატარებული ინვენტარიზაცია, არ არის შედგენილი ორგანიზაციის ბალანსი, ტექნიკას არ ერიცხება ცვეთა, შპს არ ადგენს ქონების წლიურ დეკლარაციას და არ იხდის ქონების გადასახადს,“ – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.
შპს „ხარაგაულის 2011“ დირექტორმა ოლეგ კაციტაძემ მზაობა გამოთქვა, რომ საკრებულოსთან ერთად იმუშაოს ამ პრობლემების მოსაგვარებლად. მუშაობის შედეგებს კომისიას 2019 წლის მარტში წარუდგენს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ვარლამ ჭიპაშვილის, შეფასებით, 2018 წელს განსახორციელებელი პროექტებისათვის ტენდერების ჩავარდნის მიზეზი საკანონმდებლო რეგულაციები არ არის. მისი თქმით, ხარაგაულის მერიას ამ პრობლემებზე დროული და სწორი რეაგირება სჭირდება.
„ვეუბნებით მოსახლეობას, რომ ვადაგადაცილებულ ხელშეკრულებებზე ვაჯარიმებთ მეწარმეებს და ვავსებთ ბიუჯეტს, მაგრამ მოსახლეობის მთავარი ინტერესი არა დაჯარიმება, არამედ იმ სიკეთეების მიღებაა, რაც ტენდერითაა გათვალისწინებული. სტიქიის სალიკვიდაციოდ საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მერიას ერთ პირთან მოლაპარაკებით წესით უნდა შეესყიდა. ჩემი აზრით, მერიის სამსახურებში ადეკვატურობისა და დროულობის პრობლემაა.
ხარაგაულში ააიპების რეორგანიზაციიდან შვიდი თვე გავიდა. კომისიის სხდომაზე კვლავ ვერ დავინახეთ რეორგანიზაციის რეალური შედეგი. „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებაში“ გაიზარდა შტატები და სახელფასო ფონდი, მომსახურების არეალის გათვალისწინებით. თუმცა, რეორგანიზაციის შემდეგ გარე განათების ქსელი აღარ მოწყობილა, მაშინ როცა შეერთებამდე ხარაგაულში კეთილმოწყობის ღონისძიებები ხორციელდებოდა.
კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელს სწორად აქვს დანახული ააიპ-ში არსებული პრობლემები და გამოწვევები, რომელთა ნაწილობრივ მოგვარებას 2019 წელს გამოთავისუფლებული საბიუჯეტო სახსრებით აპირებს.
სპორტისა და ტურიზმის ცენტრში სპორტული ღონისძიებების რაოდენობა გაზრდილია, თუმცა ხარაგაულში ტურიზმის განვითარების რეალური გეგმა არ არსებობს.
საზოგადოებას აინტერესებს, რა კონკრეტული სარგებელი მიიღეს მათ რეორგანიზაციის შედეგად. მოსახლეობისთვის რეორგანიზაციის სარგებელი მხოლოდ ღონისძიებების ჩატარება არაა. ადამიანები ელოდნენ, რომ რეორგანიზაციით დაზოგილი თანხებით გაიზრდებოდა სოციალური პროგრამების დაფინანსება და განხორციელდებოდა ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენი კომისიის რეკომენდაციაა, რომ ნელ-ნელა შევეცადოთ და გადავიდეთ პროგრამულ ბიუჯეტზე, რადგან ააიპ-ების ბიუჯეტი მხოლოდ ხელფასებზე არ გაიხარჯოს.
რაც შეეხება შპს „ხარაგაული-2011“-ის საქმიანობის შეფასებას, პირველ რიგში, სანამ სახელმწიფო აუდიტი გაგვიწევდეს რეკომენდაციას, ჩვენი საქმიანობის პირველი აუდიტორები ჩვენ უნდა ვიყოთ, ჩვენ უნდა დავანახოთ ერთმანეთს შეცდომები,“ – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.
შპს „ხარაგაული 2011“-ის მიერ აუდიტის რეკომენდაციების შესრულების ანგარიშს, რეორგანიზაციის მიღმა დარჩენილი ააიპების საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს, ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია 2019 წლის მარტში განიხილავს.
თამთა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი