სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის კრებების ჩატარება მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება. 15 იანვრიდან სოფლის კრებები 300-ზე მეტ სოფელში უკვე ჩატარდა.
პირველ მარტამდე საქართველოს სოფლების მოსახლეობა თავად გადაწყვეტს, თუ როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 20 მილიონი ლარი.
მოსახლეობის ნაწილმა უკვე აირჩია თავიანთ სოფლებში განსახორციელებელი პროექტები. არჩევანი სხვადასხვანაირია და მათ შორისაა: სასმელი წყლის რეზერვუარისა და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია; სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა; წყაროს მოპირკეთება; საბავშვო ბაღის ეზოს მოწესრიგება და ატრაქციონების დადგმა; ხიდის შეკეთება; გარე განათების მოწყობა; სასაფლაოს ჭიშკრის აღდგენა და სასაფლაოზე წყლის შეყვანა; ბიბლიოთეკისა და მგზავრთა მოსაცდელის რეაბილიტაცია; გმირთა მემორიალის მოწესრიგება და კულტურის სახლის შეღებვა; საცალფეხო ხიდის შეკეთება და შიდა გზების მოხრეშვა; სავარჯიშო ადგილის მოწყობა და სხვ.
დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გარდა, კრებაზე მოსახლეობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს დამატებით საჭიროებებზეც აწვდის ინფორმაციას.
რამდენიმე სოფელში სოფლის კრება ვერ ჩატარდა კვორუმის არარსებობის გამო. თუმცა, შეკრებილი მოსახლეობა მაინც ესაუბრა თვითმმართველობის თანამშრომლებს მათი სოფლის საჭიროებებზე.
პროგრამა სულ 3700 სოფელს მოიცავს, სადაც კონკრეტული პროექტები მოსახლეობასთან კონსულტაციებით და კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება, 5-დან 10 ათას ლარამდე თანხა კი დასახლების ზომის მიხედვით განაწილდება. შერჩეული პროექტების თანადაფინანსება შესაძლებელია სხვა ფინანსური წყაროებიდან (საერთაშორისო ან დონორი ორგანიზაციებიდან, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ან კანონით ნებადართული სხვა სახსრებით).
პროგრამის მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი